|
2021-10-21 10:15:54, 619 ნახვა
საზოგადოება
ჯუანშერ ბურჭულაძე - აშშ არის საქართველოს გვერდით, ჩვენ ყველა გამოწვევას მივიღებთ ერთობლივ გამოწვევად
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის საქართველოში ვიზიტი შეაფასა. მისი განცხადებით, აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირის ჩვენს ქვეყანაში სტუმრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს პარტნიორობას. „ეს არის გზავნილი ჩვენი მოსახლეობისთვის, პირველ რიგში, რომ ჩვენი პარტნიორობა არ შეწყვეტილა, პირიქით, არის ისეთი მჭიდრო, როგორიც არასდროს და მეორე, მთელი რეგიონისთვის ეს არის გზავნილი, რომ აშშ არის საქართველოს გვერდით, ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები და ყველა გამოწვევას ჩვენ მივიღებთ ერთობლივ გამოწვევად“ - აღნიშნა მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ღამის კურიერში“ სტუმრობისას. თავდაცვის მინისტრმა საქართველოსა და აშშ-ს შორის, ლოიდ ოსტინის ვიზიტის დროს, გაფორმებული დოკუმენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, პრემიერ ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს შემუშავებული თავდაცვის უწყების განვითარების ათწლიანი გეგმის პრიორიტეტები პარტნიორებთან შეთანხმებულია. „მე მქონდა სატელეფონო საუბარი, ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, ვისაც ბატონი თავდაცვის მდივანი დანიშვნის შემდეგ ესაუბრა. ჩვენ ვიმსჯელეთ პრიორიტეტებზე, ჩამოვყალიბდით, რომ უკვე შეთანხმებული ვართ და გამოვეცით ეს დოკუმენტი“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)