23:06 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-20 11:50:58, 382 ნახვა

საზოგადოება
ფურცელაძის N16–ში მდებარე შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

თბილისის განვითარების ფონდმა პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, ფურცელაძის N16–ში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც ფოტომასალა წარმოადგინა, თუ როგორ მდგომარეობაში იყო ფურცელაძის ქუჩაზე მდებარე შენობა და როგორ გამოიყურება ის რეაბილიტაციის შემდეგ.

„კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. ფურცელაძის ქუჩაზე ისტორიულ შენობა-ნაგებობას ჩაუტარდა რეაბილიტაცია. იცით ჩვენი დამოკიდებულება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმართ. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ რეაბილიტაცია ჩავუტარეთ ორბელიანის მოედანს და მის მიმდებარე ქუჩებს. გარდა ამისა, განხორციელდა დარეჯანის სასახლეს რეაბილიტაცია-განახლება, სრულდება გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი. ფურცელაძის N16-ში მდებარე შენობა იყო ავარიული და უმძიმეს მდგომარეობაში. შეიცვალა სახურავი, ასევე, მთლიანად გამოიცვალა საინჟინრო საკომუნიკაციო ქსელი, წყალმომარაგების, წყალარინების, ელექტრომომარაგებისა და გაზმომარაგების სისტემა, მოეწყო ახალი კარ–ფანჯარა. თითოეულ დეტალზე, ორნამენტზე განსაკუთრებული ყურადღება იყო გამახვილებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სამუშაოების ფარგლებში, შენობის გარკვეული ნაწილი დაიშალა და მის ნაცვლად, ახალი პროექტი განხორციელდა, თუმცა, ძეგლის ძირითადი სახე შენარჩუნებულია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics