|
2021-10-19 16:22:55, 769 ნახვა
საზოგადოება
ბექა ბასილაია ღარიბაშვილზე -კლოუნის განცხადებაზე სერიოზული პასუხის გაცემა გვიჭირს
ჩვენ ამ „კლოუნის“ განცხადებებზე სერიოზული პასუხის გაცემა გვიჭირს, მაგრამ მთელმა ქვეყანამ იცის და ციხის ადმინისტრაციისთვისაც ნათელია, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს, ის არ იღებს არანაირ საკვებს, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის ადოკატმა ბექა ბასილაიამ პრემიერ მინისტირ განცხდებაზე საპასუხოდ განმარტა. როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, „ სააკაშვილი ჩვეულებრივი სიმულიანტი, პროფესიონალი აფერისტია, რომელიც ჯერ გამოდის, რომ ვითომ შიმშილობს და მეორე მხრივ, უნდა, რომ ყველამ მის დიეტაზე თუ შიმშილობაზე ვილაპარაკოთ“. "ჩვენ ამ კლოუნის განცხადებაზე სერიოზული პასუხის გაცემა გვიჭირს, მაგრამ, მთელმა ქვეყანამ იცის, ციხის ადმინისტრაციისთვის ნათელია, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს, ის არ იღებს არანაირ საკვებს და ღარიბაშვილმა, იმის ნაცვლად, რომ ასეთი სამარცხვინო განცხადებები აკეთოს, ამას სჯობს, საქმეს მიხედოს. მათ ძალიან მალე მოუწევთ ხელისუფლებიდან მშვიდობიანად წასვლა", - განაცხადა ბასილაიამ. ბასილაიამ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ მე-19 დღეა შიმშილობის და დასუსტებულია. „მიხეილ სააკაშვილი არის როგორც ყოველთვის მხნედ და შემართული გამარჯვებისთვის. ფიზიკური თვალსაზრისით, მე-19 დღეა შიმშილობის და არის დასუსტებული, მაგრამ არის შემართული. შიმშილობის ყოველი მომდევნო დღე მას ენერგიას და ძალებს აცლის. რამდენიმე წუთის წინ მიხეილ სააკაშვილთან შევიდა კონსილიუმი და დაველოდოთ ექიმთა განცხადებებს ამ ნაწილში“, - განაცხადა ბასილაიამ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)