23:06 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-19 15:45:57, 711 ნახვა

საზოგადოება
აჭარაში სოფლად არსებული ტურისტული სერვისების გაუმჯობესების მიზნით ტრენინგები გრძელდება

აჭარაში სოფლად არსებული ტურისტული სერვისების გაუმჯობესების მიზნით ტრენინგები გრძელდება. ამჯერად, საოჯახო-სასტუმრო სახლების ფუნქციონირების სპეციფიკასა და სერვისის სტანდარტებს  ქობულეთის სოფლებში ეცნობიან. კვირიკე, ხუცუბანი, სამება, ზენითი, ლეღვა და სახალვაშო - იმ სოფლების ჩამონათვალია, სადაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ტრენინგები მიმდინარეობს. -ამის შესახებ ინფორმაციას  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ბტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, ტრენინგის მონაწილეები ლექციებს ისეთი თემების შესახებ ისმენენ, როგორიცაა  სამჯერადი კვების ორგანიზება საოჯახო სასტუმროში და მათი სწორად სერვირება, სოფლად არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლების ტიპები და საერთაშორისო სტანდარტი, ინდივიდუალური და ჯგუფური შეთავაზებები, Covid 19-ის შესაბამისი რეგულაციების გაცნობა, ასევე სერვისების კალკულაცია, სტუმრის მიღების პროცედურები, ღამისთევა, დალაგების თავისებურებები და ანგარიშსწორების საკითხები.  

„ქობულეთამდე სერვისის გასაუმჯობესებელი ტრენინგები ხულოსა და შუახევის  11 სოფელში ჩატარდა. ქობულეთის შემდეგ კი სერვისის სტანდარტებს ქედისა და ხელვაჩაურის მოსახლეობა გაეცნობა. ჯამში, ტრენინგები 250-ზე მეტ პირს აჭარის 26 სოფელში ჩაუტარდება.  რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით დეპარტამენტი ასევე ამზადებს სასწავლო ვიდეო-გაკვეთილებს, რომელიც სერვისის ახალ ონლაინგვერდზე serviceajara.ge  აიტვირთება. აღნიშნულ გვერდზეა განთავსებული რეგიონში მიმდინარე ტრენინგების გრაფიკი და სასწავლო მასალებიც.“-ნათქვამია განცხდებაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics