|
2021-10-19 10:55:02, 544 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს რკინიგზაში პროფესიული დღე აღნიშნეს
62 გამარჯვებული ათამდე ნომინაციაში - საქართველოს რკინიგზაში პროფესიული დღე აღნიშნეს და რკინიგზელებს სხვადასხვა ჯილდო გადასცეს. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ მენეჯმენტის წევრებთან ერთად, ხაშურსა და თბილისში გამარჯვებულებს სიგელები და სამკერდე ნიშნები პირადად გადასცა. არსებული პანდემიის გამო, უკვე მეორე წელია რკინიგზელთა დღის მასშტაბური აღნიშვნა ვერ ხერხდება. მთელი წლის განმავლობაში გაწეული შრომისთვის - საუკეთესო თანამშრომლების გამოვლენა კომპანიის მრავალწლიანი ტრადიციაა. საპატიო და ვეტერანი რკინიგზელები, საიმედო მემანქანეები, მოძრაობის უსაფრთხოების საუკეთესო დამცველები - ეს წოდებების არასრული ჩამონათვალია. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს ყოველწლიურად სპეციალური კომისია ასახელებს. საქართველოს რკინიგზაში იმედოვნებენ, რომ მომავალ წელს თანამშრომლებს პროფესიულ წარმატებას მასშტაბურ ღონისძიებაზე მიულოცავენ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)