|
2021-10-16 12:57:11, 759 ნახვა
საზოგადოება
„ჩემს კლასელებს შიათ“ - მშობლებმა სკოლებში უფასო კვების მოთხოვნით კამპანია წამოიწყეს
„ჩემს კლასელებს შიათ“ - ამ ლოზუნგით სოციალურ ქსელში მშობელთა საინიციატივო ჯგუფმა კამპანია წამოიწყო, რომლის მოთხოვნაც სკოლებში მოსწავლეების უფასო კვებაა. ჯგუფში ვრცელდება მეოთხეკლასელ მოსწავლეებში ჩატარებული კვლევა, რომლის მიხედვითაც, სკოლაში მისვლის დროს ქართველი მოსწავლეების 77%-დან 35% ყოველთვის, 42% კი, ხანდახან განიცდის შიმშილის გრძნობას. აღნიშნულია, რომ ეს კვლევა არ მსჯელობს შიმშილის მიზეზებზე, მაგრამ, რადგან UNICEF-ის 2019 წელს ჩატარებული კვლევით ცნობილია, რომ ყოველი მეოთხე ბავშვი სიღარიბეში ცხოვრობს, შესაძლოა ითქვას, რომ მთავარი მიზეზი საკვების არქონაა. „ნებისმიერ საზოგადოებასა და სახელმწიფოზე იმით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, როგორ ექცევიან მოხუცებსა და ბავშვებს. ჩვენთან ბავშვების შიმშილი თითქოს უხილავია - ამაზე არ ლაპარაკობენ არც პოლიტიკოსები, არც ტელევიზიები, არც უფლებადამცველები, მაგრამ ბავშვები შიმშილობენ მზის შუქზე, ჩვენ თვალწინ, ჩვენს ოთახში, ჩვენს სამეზობლოში, სანათესაოში, სამეგობროში, ჩვენი შვილების საკლასო ოთახებში“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში. მშობელთა საინიციატივო ჯგუფი მოუწოდებს სახელმწიფოს, დაიწყოს ბავშვთა სასკოლო კვების საყოველთაო პროგრამა.
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)