20:56 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-15 11:52:04, 536 ნახვა

საზოგადოება
ბათუმში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება გრძელდება

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დევნილთა სააგენტო ბათუმში განსახლების მსურველი იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადების მიღებას აგრძელებს.

ბათუმში, საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით დევნილი ოჯახები განაცხადის გაკეთებას 27 ოქტომბრის ჩათვლით შეძლებენ.

იძულებით გადაადგილებული ოჯახებს განაცხადის შევსება ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლში შეუძლიათ. განაცხადები ასევე მიიღება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში შემდეგ მისამართებზე:

  • ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. N27;
  • ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ. N106;
  • გორი სამების ქუჩა N1;
  • რუსთავი, კოსტავას ქ.N20.

ბათუმში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება,  აჭარასა და გურიის რეგიონში 2021 წლის 1 სექტემბრამდე რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეუძლიათ.

ახალი განაცხადი უნდა გააკეთონ იმ დევნილმა ოჯახებმაც, რომლებსაც ბათუმში ბინის მიღების მოთხოვნით აპლიკაცია წინა წლებში აქვთ შევსებული.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics