|
2021-10-15 11:00:07, 505 ნახვა
საზოგადოება
სამინისტრო - ფაროსანასთან ბრძოლის დასკვნით ეტაპზე მოსახლეობის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი დასავლეთ საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნო. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გურიისა და სამეგრელოს სახელმწიფო რწმუნებულებთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრებზე, გიორგი ხანიშვილმა რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. შედეგების შეჯამებისას აღინიშნა, რომ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები წელსაც წარმატებით ჩატარდა, სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება მინიმუმამდე შემცირდა, ადგილობრივმა მოსახლეობამ და ფერმერებმა სიმინდის და თხილის კარგი მოსავალი მიიღეს, თუმცა, მავნებელთან ბრძოლის დასკვნით ეტაპზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების პარალელურად, მოსახლეობის აქტიური ჩართულობა და გამოსაზამთრებლად საცხოვრებელი სახლებისკენ და შენობებისკენ მიგრირებული მავნებლის მექანიკური მეთოდებით განადგურება. სამუშაო შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მიმდინარე წელს, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებსა და აჭარაში, ცივი შესხურების მეთოდით დამუშავდა 35 ათას ჰექტარზე მეტი სოფლების ტერიტორია, 22 ათას ჰექტარზე მეტი სიმინდის მასივი და ჯაგნარი, 100 ჰექტრამდე ტყის პერიმეტრი; თერმული ნისლის ტექნოლოგიით სულ დამუშავდა 70 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი; განთავსდა 5000-ზე მეტი ფერომონიანი დამჭერი, 40 000-ზე მეტი „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური. მექანიკური ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულებზე: https://www.youtube.com/watch?v=QyaBjJES0cc... https://www.youtube.com/watch?v=23sHNGIIzSs... https://www.youtube.com/watch?v=9ivebC0miwI...
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)