|
2021-10-15 10:18:06, 444 ნახვა
საზოგადოება
მამუკა წოწერია - ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ იმისთვის, რომ ზუგდიდმა განაგრძოს მშვიდობიანი განვითარება და არ იყოს ვიწრო პოლიტიკური ინტერესების მსხვერპლი
„ქართული ოცნების" ზუგდიდის ემოროობის კანდიდიატი აქტიურ საარცევნო კამპანიას განაგრძობს. მამუკა წოწეია მოსახლეობას დღეს ინდივიდუალური შეხვედრების პრინციპით დადიანის და თეატრის ქუჩებზე მდებარე მრავალსართულიან კორპუსებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. „პირველი რაც გავაკეთეთ, ეს იყო პირველი ტურის შედეგების და მისი განმსაზღვრელი ფაქტორების რეალური, დეტალური ანალიზი და ამ ეტაპისთვის ჩვენ უკვე გადავედით აქტიურ საარჩევნო კამპანიაზე, ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ საზოგადოება სწორად აფასებს იმ საერთო ეროვნულ შედეგს, რაც გვაქვს. 64-დან 44 მუნიციპალიტეტში პირველივე ტურში მერი გახდა „ქართული ოცნების" კანდიდატი, ხოლო პროპორციულ ნაწილში „ქართული ოცნების" მიმართ ამომრჩევლის 47 პროცენტიანმა მხარდაჭერამ საბოლოოდ წერტილი დაუსვა ყბადაღებულ და რეფერენდუმად გასაღებულ 43 პროცენტიან ბარიერს. აქედან გამომდინარე, იგრძნობა ჩვენი ამომრჩევლის მობილიზება და ორგანიზება, რომელიც უკმაყოფილოა ზუგდიდში პირველი ტურის შედეგებით. შეხვედრებზე მოსახლეობა გვიფიქსირებს, რომ პირველი ტურის მიმდინარეობისას მათ დაინახეს აშკარა უპირატესობა „ქართული ოცნების". აქედან გამომდინარე ჩათვალეს, რომ მათი ხმები არ იქნებოდა კრიტიკულად მნიშვნელოვანი შედეგებისთვის და გარკვეულწილად პასიურ მდგომარეობაში იყვნენ - ეს გარემოებები ჩვენ გვაძლევს იმის მყარ საფუძველს, რომ ვთქვათ ზუგდიდი არ იქნება გამონაკლისი საერთო ეროვნული შედეგებიდან და 30 ოქტომბერს მეორე ტური „ქართული ოცნების" კანდიდატების სასარგებლოდ დასრულდება. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ უკეთესი ზუგდიდისთვის, იმისთვის, რომ ამ მუნიციპალიტეტმა განაგრძოს მშვიდობიანი განვითარება და არ იყოს ვიწრო პოლიტიკური ინტერესების მსხვერპლი" - აცახდებს მამუკა წოწერია.
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)