|
2021-10-14 13:00:23, 472 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისის ზონალურმა დიაგნოსტიკურმა ლაბორატორიამ საკვალიფიკაციო ტესტირება წარმატებით გაიარა
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქუთაისის ზონალურმა დიაგნოსტიკურმა ლაბორატორიამ, საკვალიფიკაციო ტესტირება წარმატებით გაიარა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, საკვალიფიკაციო ტესტირება ვირუსოლოგიას, კერძოდ, კაპრიპოქსის ვირუსს/Capripox virus ეხებოდა. „საკვალიფიკაციო ტესტირება ორგანიზებული იყო ბელგიის ჯანდაცვის ინსტიტუტის, Sciensano/Belgian Institute for Health-ის მიერ. Sciensano-ს საქმიანობა ორიენტირებულია მჭიდრო და მყარ ურთიერთკავშირზე, ჯანმრთელ ადამიანს, ცხოველსა და უსაფრთხო გარემოს შორის („ერთიანი ჯანდაცვის“ პრინციპი). ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის კუთხით Sciensano წარმოადგენს ეროვნულ რეფერენს ლაბორატორიას ცხოველთა ყველა დაავადებაზე. საკვალიფიკაციო ტესტირების მიზანია, დაამტკიცოს რომ ლაბორატორიას შეუძლია კაპრიპოქსის ვირუსის ზუსტი იდენტიფიკაცია, წარმოაჩინოს თავისი შესაძლებლობები გამოცდის შედეგების უტყუარობისა და სანდოობის უზრუნველსაყოფად. რაც ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკურმა ლაბორატორიამ წარმატებით შეასრულა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ყოველწლიურად წარმატებით მიმდინარეობს პროფესიული საკვალიფიკაციო ტესტირებები. ლაბორატორიაში არსებული კვლევის მეთოდები კი, საერთაშორისოდ აკრედიტებულია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისებისა და ფასების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/Ge
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)