19:56 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-14 12:58:00, 487 ნახვა

საზოგადოება
დევნილებსა და ეკომიგრანტებს ტექნიკა და ხელსაწყოები გადაეცათ

დევნილებსა და ეკომიგრანტებს სამეწარმეო საქმიანობისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ტექნიკა-დანადგარები და ხელსაწყოები გადაეცათ. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, იძულებით გადაადგილებულმა პირებმა საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის საჭირო ინვენტარი თავადვე შეარჩიეს.

„ერთი მხრივ, ვეხმარებით მეწარმე დევნილებსა და ეკომიგრანტებს, რომ გააფართოონ საკუთარი საქმიანობა და უფრო მეტი ადამიანი დაასაქმონ და მეორე მხრივ, ხელს ვუწყობთ პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულებს თვითდასაქმებაში. თვითდასაქმების ხელშეწყობის პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის განაცხადების მიღება ამ ეტაპზეც მიმდინარეობს და 20 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ამ ეტაპზე, ორივე პროგრამის ფარგლებში, გრანტი 80-მა იძულებით გადაადგილებულმა პირმა მიიღო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics