|
2021-10-12 13:36:18, 731 ნახვა
საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილი პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამის სამუშაო ვერსიის განხილვას დაესწრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამის სამუშაო ვერსიის განხილვის ღონისძიებას დაესწრო. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელს (CENN) და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დოკუმენტის შემუშავების პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის და ყურადღება პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა. „პლასტმასის ნარჩენების მართვა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე გარემოსდაცვითი პრობლემაა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ნარჩენების მართვის კუთხით, უკანასკნელ წლებში, მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა. აღნიშნული მიმართულებით შეიქმნა არაერთი საკანონმდებლო და სტრატეგიული დოკუმენტი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით მიიღწევა. პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომელიც ხელს შეუწყობს რეციკლირების პროცესების გაუმჯობესებას, პლასტმასის პროდუქტების მდგრად და უსაფრთხო მოხმარებას და წარმოებას“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის შექმნაში ჩართული იყვნენ საერთაშორისო და ადგილობრივი დარგის ექსპერტები. პროგრამა მოიცავს 10 წლიან სტრატეგიას და 5 წლიან სამოქმედო გეგმას და ითვალისწინებს პლასტმასის მართვის სექტორში ცირკულარული პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობას. შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი უწყების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, პლასტმასის პროდუქტების იმპორტიორები, მწარმოებლები და გადამმუშავებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)