|
2021-10-12 12:48:08, 712 ნახვა
საზოგადოება
კახა კუჭავა ავარიულ შენობებზე სამშენებლო ზედამხედველობის გამკაცრების ინიციატივით გამოდის
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ავარიულ შენობებზე სამშენებლო ზედამხედველობის გამკაცრების ინიციატივით გამოდის. საკანონმდებლო ორგანოს ბიუროს სხდომაზე კახა კუჭავამ ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპული ადამიანების ოჯახებს მიუსამძიმრა. „გუშინ მოვისმინე განცხადება, რომ მერიაში უკვე 60-ზე მეტ შენობაზე მიდის რეაგირება, შესწავლა. მეც მივიღე გარკვეული წერილები და გადავამისამართე. შესაბამისად, ყურადღებით რომ მოხდეს რეაგირება ყველა ავარიულ შენობაზე ჩვენი მხრიდანაც, პარლამენტში შესაბამისი კომიტეტი თუ ჩათვლის საჭიროდ შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობას, რათა კიდევ უფრო გამკაცრდეს და რაც ყველაზე მთავარია, ზედამხედველობა იყოს სწორად, კანონმდებლობით გაწერილი, დეპუტატებსაც მოვუწოდებ, ჩაერთონ ინიციატივაში. შეგვიძლია, ჩვენი მხრიდან საკანონმდებლო ცვლილებებზე ვიფიქროთ. ამით კიდევ უფრო გავამკაცრებთ იმ ნორმებს, რომელიც საჭიროა, რათა ზედამხედველობა და რეაგირება კიდევ უფრო ეფექტიანი იყოს. ასეთი ფაქტები, სამწუხაროდ, სხვა ქალაქებშიც არის და აუცილებელია ჩვენი მხრიდანაც იყოს შესაბამისი დროული რეაგირება“, - განაცხადა კახა კუჭავამ.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)