|
2021-10-12 12:19:37, 732 ნახვა
საზოგადოება
ნათია თურნავა სააკაშვილის შიმშილობაზე - ძალიან ნაკლებად მაინტერესებს, ადამიანები სიღარიბის გამო შიმშილობენ
ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ "ძალიან ნაკლებად" აინტერესებს, შიმშილობს თუ არა საპატიმროში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. თურნავამ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც მსოფლიოში მილიონობით ადამიანი შიმშილობს და სიღარიბე ჯერ კიდევ არის პრობლემა საქართველოში, სააკაშვილის თემა მას ნაკლებად აინტერესებს. „რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ის იხდის სასჯელს, რომელიც დაკისრებულია კანონით. რაც შეეხება იმას, შიმშილობს თუ არ შიმშილობს, მე არ მიწყინოთ, ვფიქრობ, რომ არაადეკვატური კითხვაა ეკონომიკის მინისტრის მიმართ. მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი შიმშილობს სიღარიბის გამო, საქართველოში ჯერ, სამწუხაროდ, სიღარიბის პრობლემა გვაქვს. თქვენ რომ მეკითხებოდეთ მე, ეკონომიკის მინისტრს, რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ შიმშილის პრობლემა ბოლომე აღმოიფხვრას საქართველოში და არავის უჭირდეს და სიღარიბეს ვებრძოლოთ, მაშინ იქნებოდა სწორი კითხვა ჩემთან და ეს კონკრეტულად ეხლა საერთოდ არ მაინტერესებს, ნაკლებად მაინტერესებს,“- განაცხადა ნათია თურნავამ.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)