|
2021-10-11 19:59:17, 811 ნახვა
საზოგადოება
ხერხეულიძის განცხადებით, სააკაშვილმა ხუთი 50მგ-იანი თაფლის ქილიდან ოთხი უკან, ადმინისტრაციას დაუბრუნა
ეკა ხერხეულიძის განცხადებით, სააკაშვილმა შეძენილი ხუთი ქილიდან ოთხი უკან დააბრუნა. ამის შესახებ ხერხეულიძემ მიხეილ საკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც ხერხეულიძე განმარტავს, სააკაშვილმა იცოდა რომ შეიძლებოდა სპეკულაციისთის გამოეყენებინათ ეს თაფლის ქილები, რის გამოც მან აქტზე მოაწერა ხელი და ქილები უკან ადმინისტრაციას დაუბრუნა. " მინდა, გითხრათ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც, რაც ბოლო პერიოდში ადმინისტრაციის მეშვეობით გავრცელდა საკვების მიღებასთან დაკავშირებით. ამ ამბის მთელი ანატომია ყოფილა ასეთი. როდესაც სააკაშვილის მოსანახულებლად დეპარტამენტის უფროსი შევიდა, ურჩია, რომ ჩაიში შაქარი გამოეყენებინა, რაზეც სააკაშვილმა უარი განაცხადა და უთქვამს, რომ თაფლი ერთი კოვზი შეგიძლია მიიღოო. ამის შემდეგ მას შეუძენია ხუთი ცალი 50მგ-იანი, დათვის ქილად რომ აქვთ წარმოდგენილი. როგორც კი მიშამ მოისმინა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამით სპეკულირებენ და შეიძლება, ეს გამოიყენონ იმისთვის, რომ მის შიმშილობას ჩრდილი მიადგეს, მთხოვა, გადაეცი ყველა დაინტერესებულ პირს, რომ ერთი უკვე გახარჯული მაქვს და ოთხი ცალი აქტზე ხელისმოწერით ჩავაბარე ადმინისტრაციასო. ასე რომ, ამ ტყუილს გასავალი ვერ ექნება. ხუთი ქილიდან ოთხი დააბრუნა".- ამბობს ეკა ხერხეულიძე. შეგახსენებთ, რომ დღეს, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ღარიაშვილის თქმით, როცა ადამიანი შიმშილობს, მაშინ ნახევარ კილოგრამ თაფლს არ უნდა მიირთმევდეს.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)