|
2021-10-09 17:20:09, 779 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ გომელაური - ჩვენი ვარაუდით მეტი დაკარგული აღარ არის და სამძებრო სამუშაოები შეჩერდება
ახლა ვიპოვეთ მეცხრე გარდაცვლილი ვისაც ვეძებდით, ჩვენი ვარაუდით მეტი დაკარგული აღარ არის და სამძებრო სამუშაოები შეჩერდება - ამის შესახებ შნაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა. გომელაური თქმით,შენებლები ვარაუდობენ, რომ საფრთხეა შეიძლება კიდევ მოხდეს რაღაც ნაწილის ჩამოშლა. "პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო ოჯახებს, 9 ადამიანია გარდაცვლლი, უმძმესი დღე იყო გუშინ და დღესაც რა თქმა უნდა, ახლა ვიპოვეთ მეცხრე გარდაცვლილი ვისაც ვეძებდით, ჩვენი ვარაუდით მეტი დაკარგული აღარ არის და სამძებრო სამუშაოები შეჩერდება. იქიდან გამომდინარე, რომ მშენებლები ვარაუდობენ, რომ საფრთხეა შეიძლება კიდევ მოხდეს რაღაც ნაწილის ჩამოშლ. ხედავთ, რომ სინკარები არის გადმოწეული და სანამ არ მოხდება მშენებლეის შეკრება იმსჯელებენ ,როგორ უნდა მოხდეს ამ სინკარების ჩამოხსნა დაექვემდებარება თუ არ დაემონტაჟს, რაღაც ნაწილი რომელიც მიბმული იყო კორპუსზე თვითონ მშენებლები გადაწყვიტავენ. გარდაცვილია 9 ადამიანი მათ შორის 3 არის არასრულწლოვანი, 7, 12 და 1,3 წლის ბავშვები. დანარჩენები არიან უკვე სრულწლოვანები." - განაცხადა გომელაურმა. მინისტრმა დაკავებულებზეც ისაუბრა, მისი თქმით სამი ადამიანია დაკავებული და გამოძიება მიმდინარეობს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, უსაფრთხოების მიზნით ჩაიკეტება ქუჩა, რათა მოსახლეობამ კორპუსთან მისვლა ვერ შეძლოს. "დაკავებულია 3 ადამიანი,მეტი არ დაუკავებით, რა თქმა უნდა ,გამოძიება გრძელდება ერთ დღეში ნუ მომთხოვთ ახლა ამ ყველაფრის გაკეთებას და გამოძიების დამტავრებას, რთული დღეა და უნდა ნახონ საძრკველში რა მოხდა და რამ გამოიწვია ნგრევა, აქედან გამომდინარე ჩვენ ვერ ვაჩერებთ სამუშაოებს რაღაც დროის განმავლობაშ, რომ მშენებლებმა, მოგვცენ ნებართვა გავაგრძელოთ თუ არ გავაგრძელოთ და ჩვენმა სამუშაოებმა არ გამოიწვიოს კიდვ ნგრევა. ადგილზე პოლიციელები დარჩებიან და სავარაუდოდ ეს ქუჩა გადაიკეტება, რომ არ იმძრაოს ხალხმა უკანა ეზოშიც მოხდება გაკეთება ბარიერების, რომ არ შევიდეს ხალხი იმ ზონაში, სადაც შეიძლება საფრთხე გამოიწვიოს." - განაცხადა გომელაურმა,
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)