2021-10-09 14:09:57, 842 ნახვა
სამართალი
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება სასამართლომ ძალაში დატოვა
ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებულების, გიორგი კავილაძისთვის და აკო ჭელიძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება ძალაში დარჩა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.
პროცესს ბრალდებულები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძეც ესწრებოდნენ.
ცნობისთვის, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს. აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ბრალი ედებათ ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,