|
2021-10-09 03:06:48, 713 ნახვა
საზოგადოება
მაშველებმა ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან სამი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს
სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა, ბათუმში 26 მაისის ქუჩის კორპუსის ნანგრევებიდან ორი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. სხვადასხვა პირდაპირი ეთერის ვიდეოკადრებში, ჩანს რომ მაშველების კონცეტრაცია ერთ კონკრეტულ ადგილას მოხდა, რამდენიმე ხნის შემდეგ, მაშველებმა ერთი ადამიანის ცხედარი ამოიყნანეს, ხოლო 10 წუთში მეორე ცხედარი. 03:14 წუთზე მაშველებმა ნანგრევებიდან მესამე ცხედარიც ამოასვენეს. არსებული ინფორმაციით, ნაპოვნია ქალის, მამაკაცისა და მოზარდის ცხედრები. ამ ეტაპზე მათი ვინაობა უცნობია. ოფიციალური პირები ჯერ კომენტარს არ აკეთებენ, ამ დროისთვის უცნობია გარდაცვლილთა ვინაობა. ამ დროისთვის მაშველები დაახლოებით 13 ადამიანის პოვნას ცდილობენ. დანგრეული კორპუსის ტერიტორიაზე სპეცტექნიკამ მუშაობა განაახლა. 26 მაისის ქუჩაზე, სახლის ნანგრევებიდან მაშველებმა ერთი გარდაცვლილი ამოიყვანეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, გარდაცვლილი ქალია. ერთი ვერსიით, ჩამოშლილი სადარბაზოს ერთ-ერთ ბინაში ტარდებოდა სარემონტო სამუშაოები, რა დროსაც მზიდი კედელი გამოაცალეს კორპუსს.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)