|
2021-10-09 01:45:08, 702 ნახვა
საზოგადოება
კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა
ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ქირურგის, კახაბერ ქაშიბაძის ინფორმაციით, კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მისი თქმით, პაციენტის თითქმის ყველა პარამეტრი სიცოცხლესთან შეუთავსებლობის ზღვარზეა. რეფერალურ საავადმყოფოს მენეჯერი, ექიმი თამარ მხატვარი აცხადებს, რომ ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის მდგომარეობა არასტაბილურია, ფასდება როგორც უკიდურესად მძიმე. 'პაციენტს ჰქონდა გულის გაჩერება შესაბამისად ის კონტაქტური ვერ იქნებოდა. ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა უმძიმესია. ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი არის მდგომარეობა, როცა ადამიანი იმყოფება ზეწოლის ქვეშ და როგორც კი ეს მოიხსნება მდგომარეობა მძიმდება. მიმდინარეობს რეანიმაციული ღონისძიებები. შეჩერებულია სისხლდენა ოპერაციული ჩარევით' - განაცხადა თამარ მხატვარმა. ამ დროისთვის მაშველები დაახლოებით 13 ადამიანის პოვნას ცდილობენ. დანგრეული კორპუსის ტერიტორიაზე სპეცტექნიკამ მუშაობა განაახლა. 26 მაისის ქუჩაზე, სახლის ნანგრევებიდან მაშველებმა ერთი გარდაცვლილი ამოიყვანეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, გარდაცვლილი ქალია. ერთი ვერსიით, ჩამოშლილი სადარბაზოს ერთ-ერთ ბინაში ტარდებოდა სარემონტო სამუშაოები, რა დროსაც მზიდი კედელი გამოაცალეს კორპუსს.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)