|
2021-10-09 01:20:34, 684 ნახვა
საზოგადოება
მაშველები ორი მცირეწლოვანი ბავშვის გარდა კიდევ ერთ ბავშვს ეძებენ
მაშველები ორი მცირეწლოვანი ბავშვის გარდა კიდევ ერთ ბავშვს ეძებენ. - ამის შესახებ ცნობას "კურიერი" ავრცელებს. ტელეკომპანია "რუსთავი2" -ს ცნობით, მისი ასაკი, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ის მესამე სართულზე, სახლში დედასთან ერთად იმყოფებოდა. "კურიერთან" საუბრის დროს ოჯახის ახლობელი განმარტავს, რომ კონტაქტზე არც დედა და არც ბავშვი არ გამოსულან და მათ, რაიმე საიმედო ინფორმაციას, სამწუხაროდ, სამაშველო სამსახურის წევრები არ ეუბნებიან. რაც შეეხება დანარჩენ ორ ბავშვს, გავრცელებული ინფორმაციით, ისინი მეოთხე სართულზე იმყოფებოდნენ. მათი ასაკი 1.2 და 9 წელს შეადგენს. მაშველებმა არასრულწლოვნების დედა რამდენიმე საათის წინ იპოვეს და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამ დროისთვის მაშველები დაახლოებით 13 ადამიანის პოვნას ცდილობენ. დანგრეული კორპუსის ტერიტორიაზე სპეცტექნიკამ მუშაობა განაახლა. 26 მაისის ქუჩაზე, სახლის ნანგრევებიდან მაშველებმა ერთი გარდაცვლილი ამოიყვანეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, გარდაცვლილი ქალია. ერთი ვერსიით, ჩამოშლილი სადარბაზოს ერთ-ერთ ბინაში ტარდებოდა სარემონტო სამუშაოები, რა დროსაც მზიდი კედელი გამოაცალეს კორპუსს.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)