|
2021-10-08 15:51:47, 620 ნახვა
საზოგადოება
„ლიბერთის“ მხარდაჭერით საქართველოში NASA Space Apps-ის კონკურსი ჩატარდა
ლიბერთის მხარდაჭერით საქართველომ NASA Space Apps-ს უმასპინძლა. COVID-19-ის პანდემიის გამო, NASA-ს Space Apps-ის გლობალურ ორგანიზაციულ გუნდთან ერთობლივი გადაწყვეტილებით NASA Space Apps Challenge 2021 ონლაინ რეჟიმში გაიმართა. ლიბერთი წელს პირველად ჩაერთო პროექტის განხორციელებაში, ჰყავდა წარმომადგენელი ჟიურიში და ახალგაზრდების ნამუშევრებს გაეცნო. NASA Space Apps Challenge Tbilisi 2021-ის გამარჯვებული გახდა გუნდი Starship Enterprise. გუნდის წევრები არიან კომაროვის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები დემეტრე საზონოვი, სანდრო ღლონტი, გიორგი ჩხიკვაძე და სანდრო ლორთქიფანიძე. მათ 1881 წელს შექმნილი მატარებლის დამაკავშირებელი მექანიზმის (Janney coupler) მოდელზე ააგეს ისეთი მექანიზმი, რომელიც შეძლებს კოსმოსური ობიექტების დაკავშირებასა და განცალკევებას მცირე იმპულსის შექმნით. ეს კი შესაძლებელს გახდის კოსმოსში მოგზაურობასა და მოქმედებებს აფეთქების გამოწვევის რისკის გარეშე. „ლიბერთი ყოველთვის სიამოვნებით უჭერს მხარს ნიჭიერ ახალგაზრდა თაობას, მათ ინოვაციურ იდეებს და პროექტებს, ისეთი გამორჩეული და განსაკუთრებული ადამიანების წარმოჩენას, როგორიც მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი ჰაკათონის NASA Space Apps Challenge Tbilisi-ს გამარჯვებული მოსწავლეები არიან. განათლებული ახალი თაობა, მათი განვითარების ხელშეწყობა, მუდმივად ახლის ძიება, ინოვაციები და ნებისმიერი ასაკის ადამიანის, მათ შორის, რა თქმა უნდა, ახალგაზრდების გამოცდილების დაფასება, ჩვენი, ლიბერთის ახალი გუნდის ახალი სტრატეგიისა და ღირებულებების მნიშვნელოვანი ნაწილია. მოხარული ვარ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი კონკურსი საქართველოში ტარდება და ჩვენი ახალი თაობა მასში ყოველთვის აქტიურად მონაწილეობს“,- განაცხადა ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილე, ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორმა თორნიკე ბენიძემ. NASA Space Apps მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი ჰაკათონია, რომელიც 323 სხვადასხვა ადგილას 48 საათზე დიდხანს მიმდინარეობს და აერთიანებს კოდერებს, მკვლევარებს, დიზაინერებს, მშენებლებს, ტექნოლოგებსა და შემოქმედებით ადამიანებს სხვადასხვა გამოწვევასთან გასამკლავებლად. წლევანდელ Space Apps-ის ვირტუალურ ღონიძიებას - 28,286 მონაწილე ჰყავდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. NASA Space Apps Challenge Tbilisi 2021-ის კონკურსის მიერ გამოვლენილი საუკეთესო გუნდის პროექტის გამარჯვების შემთხვევაში მას Global Awards–ზე წარადგენენ.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)