15:55 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-08 15:26:33, 639 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია სკანდინავიელი ინვესტორებისთვის წარსადგენი სტარტაპების რეგისტრაციას იწყებს

თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისი 20-21 ოქტომბერს დანიიდან, ნორვეგიიდან და ფინეთიდან მოწვეულ „ანგელოზ ინვესტორებს” (Angel Investors) უმასპინძლებს. ღონისძიების ფარგლებში, თბილისს DanBAN-ის (Danish Business Angels), Business Angels Norway-ის, FiBAN-ისა (Finnish Business Angels Network) და სხვა ორგანიზაციების 15-მდე წარმომადგენელი და ინვესტორი ეწვევა. 

ვიზიტის ცნობით, ვიზიტის მიზანი საქართველოში ინვესტორების დაინტერესების და ადგილობრივი ბიზნესისთვის დამატებითი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნის საშუალებით, თბილისის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაციაა. 

ღონისძიება ორდღიანია და მოიცავს შეხვედრებს ადგილობრივი ტექნოლოგიური ბიზნესის წარმომადგენლებთან (სტარტაპი და მცირე და საშუალო კომპანიები), პანელურ დისკუსიებს სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ვორქშოფებს, პრეზენტაციებსა და ნეთვორქინგს. ღონისძიებაზე ასევე, განიხილავენ საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემას, ტექნოლოგიურ ბიზნესში ინვესტირების შესაძლებლობებს, ინკუბაციის, პრე-აქსელერაციისა და აქსელერაციის პროგრამებს. 

პროგრამის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ქართული კომპანიების მიერ ინვესტორებისთვის თავიანთი საინვესტიციო პროექტების შესახებ მოკლე პრეზენტაციების წარდგენა, რომელიც 20 და 21 ოქტომბერს ჩატარდება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ წინასწარ დარეგისტრირებული ადგილობრივი ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლები.  

თბილისის ეკონომიკური განვითარებისთვის ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობასა და ევროპის ქვეყნებთან საქმიანი და ბიზნესკავშირების გაღრმავებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. აღნიშნული ღონისძიება მიმდინარე წელს უკვე მეორედ ტარდება და ხელს უწყობს „ანგელოზი ინვესტორების“ კულტურის განვითარებას და აჩენს ახალ შესაძლებლობებს ქართული კომპანიებისთვის. 

პროექტი თბილისის მერიისა და „ანგელოზ ინვესტორთა ქსელის“ (AXEL) ორგანიზებით ხორციელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics