|
2021-10-08 10:53:01, 449 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი Z“ – „თიბისის“ ახალი პლატფორმა ახალი თაობისთვის
ახალგაზრდა თაობის მხარდასაჭერად თიბისიმ ახალი პლატფორმა - თიბისი Z შექმნა, რომელიც ახალგაზრდებს მხარს დაუჭერს მათთვის საინტერესო სფეროებში, გაუზიარებს ახალ გამოცდილებებს და შესთავაზებს პროდუქტებს ცხოვრების კიდევ უფრო გასამარტივებლად. „მომავალს ახალი თაობა ქმნის, სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ბრენდი, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით ახალი თაობის უპირობო მხარდამჭერი იქნება. თიბისი Z ახალგაზრდების ყოველდღიურობაზე იქნება მორგებული და მათთან ერთად მუდმივად განვითარდება. პროდუქტულ შეთავაზებებთან ერთად, მომხმარებლებს იმ საკითხებში დავუჭერთ მხარს, რაც მათ აინტერესებთ, იქნება ეს მუსიკა, ხელოვნება, ურბანული კულტურა, გეიმინგი თუ სხვა“. - ტატო ნორაკიძე, თიბისის საცალო სეგმენტის მარკეტინგის ლიდერი თიბისი Z ეფუძნება გამოწერის ბიზნესმოდელს და აერთიანებს მოსწავლის და სტუდენტის ნაკრებებს. ფერად საბანკო ბარათებს სტუდენტები და მოსწავლეები საკუთარ საჭიროებებზე მორგებული საბანკო ნაკრების უფასოდ გამოწერის შემდეგ მიიღებენ. სტუდენტებსა და მოსწავლეებს 5-5 ფერის ბარათებიდან სასურველის შერჩევა შეუძლიათ. ბარათები განკუთვნილია 7-18 წლის მოსწავლეებისთვის და 19-23 წლის სტუდენტებისთვის.
ურბანული კულტურა, გეიმინგი, განათლება, ხელოვნება — ეს მცირედი ნაწილია ახალგაზრდების იმ ინტერესებისა, რომელთაც თიბისი Z დაფარავს. ბრენდის ფარგლებში შეიქმნება მუსიკალური, გეიმინგ თუ არტ-პლატფორმები, რომლებიც ახალგაზრდებს შემოიკრებს. დამატებით, Z ბარათების მფლობელები განსაკუთრებული შეთავაზებებით და ფასდაკლებებით კვების, ტანსაცმლის, გადაადგილების, განათლების, თავის მოვლის და სხვა მათთვის საჭირო ობიექტებში ისარგებლებენ. თიბისის სტუდენტის და მოსწავლის ბარათის არსებულ მფლობელებს, Z ბარათის განახლება უფასოდ შეუძლიათ. ბარათის აღება შესაძლებელია ვებგვერდზე www.TBCZ.ge
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)