|
2021-10-07 13:55:10, 559 ნახვა
საზოგადოება
SABA Reader-ში კითხვას ბოლო 5 თვის განმავლობაში მკითხველებმა 10 000 000 წუთი დაუთმეს
კითხვის დროის გაზომვა SABA Reader-ში მას შემდეგ გახდა შესაძლებლი, რაც მაისში აპლიკაციას ახალი ფუნქცია “კითხვის დრო” დაემატა. ის მომხმარებელს კითხვაში გატარებულ დროს უჩვენებს და ერთგვარი საშუალება, ერთის მხრივ ხედავდე, თუ რა დროს უთმობ კითხვას დღეს და მეორეს მხრივ, უყურებდე პირადი სტატისტიკის განვითარებას თვეების განმავლობაში. 5 თვის თავზე წაკითხული 10 000 000 წუთი კი ნიშნავს რომ მკითხველებმა ლიტერატურას თითქმის 19 წელი დაუთმეს და საშუალოდ 5 000 000 გვერდი და 20 000 წიგნი წაიკითხეს. შეგახსენებთ, რომ „საბას“ ისტორია 2002 წელს, თიბისისა და პოეტ რატი ამაღლობელის მიერ ლიტერატურული პრემია „საბას“ დაარსებით იწყება. კონკურსის კვალდაკვალ 2012 წელს შეიქმნა ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვან ლიტერატურას - კლასიკურ და თანამედროვე ქართულ და უცხოურ მხატვრულ ტექსტებს. 2019 წლიდან კი ციფრულ კრეატიულ სააგენტო ლივინგსტონთან ერთად SABA Reader მკითხველებს საშუალებას აძლევს ნებისმიერ და დროს ნებისმიერ ადგილას იკითხონ ან მოუსმინონ მათთვის სასურველ და საინტერესო ლიტერატურას. გარდა ამისა, საბას მიზანია, რომ მომხმარებლებს კითხვის ახალი და უნიკალური გამოცდილება შესთავაზოს და ამ მიზნის ფარგლებში აპლიკაციას ეტაპობრივად ახალი ფუნქციები ემატება.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)