|
2021-10-01 12:23:28, 641 ნახვა
საზოგადოება
გერმანული სამედიცინო სადიაგნოსტიკო ცენტრის „Deutsches Diagnosticum“ პრეზენტაცია გაიმართა
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გერმანული სამედიცინო სადიაგნოსტიკო ცენტრის „Deutsches Diagnosticum“ პრეზენტაცია გაიმართა სასტუმრო შერატონში. ცენტრი, ადგილობრივ პაციენტებს სისტემურ, მაღალკვალიფიციურ, გერმანულ სამედიცინო გამოცდილებას სთავაზობს. ცენტრის დახმარებით, ციფრული ჯანდაცვის სერვისების საშუალებით, პაციენტები შეძლებენ დისტანციური კონსულტაცია გაიარონ გერმანელ სპეციალისტებთან და საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ალტერნატიული მოსაზრება მოისმინონ. შესაძლებელი იქნება, ლაბორატორიული გამოკვლევებისა და რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკის, მაღალი ხარისხის დასკვნების მიღება. გერმანული სადიაგნოსტიკო ცენტრის ექიმის ჩართულობით და პაციენტის პირადი ექიმის თანხლებით, შესაძლებელია გერმანელი ექიმების კონსილიუმთან შეხვედრა. ასევე, ტელემედიცინის საშუალებით, იმ სერვისების მიღება, რომელიც გერმანულ მაღალკვალიფიციურ სამედიცინო სტანდარტს შეესაბამება. სამედიცინო სადიაგნოსტიკო ცენტრის პრეზენტაციას ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ესწრებოდა. მინისტრმა ინიციატივა დადებითად შეაფასა და იმ ბენეფიტებს გაუსვა ხაზი, რასაც აღნიშნული პროექტი საქართველოს მოსახლეობას მოუტანს. „ეს არის ნამდვილად სასიკეთო პროექტი, რომელიც საქართველოს მედიცინას და ექიმებს აიყვანს გერმანულ ხარისხზე და ჩვენი პაციენტები შეძლებენ, საზღვარგარეთ გამგზავრების გარეშე მიიღონ მაღალკვალიფიციური დიაგნოსტიკა.“ „Deutsches Diagnosticum“ მუშაობა, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, ძალიან დადებითად აისახება სამედიცინო სერვისების მიღების მსურველებზე, რადგან პაციენტები შეძლებენ თავი აარიდონ კოვიდ რეგულაციებს. აღნიშნული ცენტრის ფუნქციონირება, ასევე ზოგავს პაციენტთა მგზავრობის, ცხოვრების, კვების, გადაადგილებისა და სხვა შესაძლო ხარჯებს, დროსა და ფინანსებს. ცენტრი, ქართველი და გერმანელი ექიმების ერთობლივი ძალისხმევით, ჯერ თბილისში გაიხსნება, ეტაპობრივად კი მისი სერვისების მიღება მთელი ქვეყნის მასშტაბით გახდება ხელმისაწვდომი. „Deutsches Diagnosticum“-ს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, გიორგი გრიგოლია, გერმანელ კოლეგებთან, წამყვან საუნივერსიტეტო კლინიკების პროფესორებთან ერთად უხელმძღვანელებს. „ეს არის დიაგნოსტიკური ცენტრი, რომელიც შეძლებს მოსახლეობას გაუწიოს ტელემედიცინის, ტელერადიოლოგიის და სრული ლაბორატორიული კვლევების მეშვეობით დახმარება და ადგილზე, საქართველოდან გაუსვლელად შესთავაზოს გერმანული დიაგნოსტიკა, რომლის გამოც უწევდათ უცხოეთში გამგზავრება. ჩვენი სურვილია, მთლიანად ეს ჩვენი გერმანული გამოცდილება შევთავაზოთ ქართველ კოლეგებს და ეს იქნება მათთან ერთად ჩართულობით და რა თქმა უნდა, გერმანელ კოლეგებთან ერთად “, -განმარტა გრიგოლიამ. პრეზენტაციის ფარგლებში გერმანელმა ექიმებმა კონფერენციაც გამართეს, რომლის მთავარი თემა, თანამედროვე მედიცინაში, სწორედ ტელემედიცინა და ტელერადიოლოგია, ასევე გერმანულ-ქართული თანამშრომლობის მომავალი იყო. სამედიცინო დახმარების ცენტრი “Deutsches Diagnosticum" ფუნქციონირებას ოქტომბრის ბოლოდან დაიწყებს და ის სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ქუდის ქვეშ იმუშავებს.
ბათუმში ამზადებდნენ ცნობილი ბრენდების ფალსიფიცირებულ ვისკისა და სხვა ალკოჰოლურ სასმელებს
პოლიციამ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით ერთი პირი დააკავა, მეორის მიმართ კი დევნა დაიწყო
მიხეილ სააკაშვილი – არ მივატოვე ხალხი განსაცდელში, ფეხზე დავაყენე საქართველო, მთელი დემოკრატიული სამყარო და ქვეყანა გადავარჩინეთ
აშშ-ის საელჩო - აშშ კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)