|
2021-09-30 18:43:46, 631 ნახვა
საზოგადოება
მედიაკოალიცია - კეზერაშვილის წინააღმდეგ სარჩელი ტელეკომპანია „ფორმულაზე“ მოახდენს ზეგავლენას
ტელეკომპანია “ფორმულას” მფლობელის და მთავარი დამფინანსებლის დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელი და ზოგადად, წინასაარჩევნო პერიოდში მის მიმართ მიმდინარე პროცესები, კრიტიკულ ტელევიზიაზე ზეწოლას ისახავს მიზნად. - ამის შესახებ განცხადებას კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ ავრცელებს. "დღეს, 2021 წლის 30 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილისა და მისი მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვს და დაახლოებით 5 მლნ ევროს ანაზღაურებას ითხოვს. ეს არ არის კეზერაშვილის წინააღმდეგ ბოლო პერიოდში მიღებული ერთადერთი გადაწყვეტილება. მიმდინარე წლის 7 სექტემბერს, წინასაარჩევნოდ, უზენაესმა სასამართლომ სამი წევრის შემადგენლობით, მათ შორის, ყოფილი პროკურორის შალვა თადუმაძის მონაწილეობით, კეზერაშვილის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღსანიშნავია, რომ ამავე საქმეზე არსებობს საქალაქო სასამართლოსა და სააპელაციოს სასამართლოს მიერ 2017 წელს მიღებული გამამართლებელი განაჩენი. ამ დროს შალვა თადუმაძე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი იყო, მოქმედი გენერალური პროკურორი გახლდათ." - წერია გავრცელებულ განცხადებაში. დავით კეზერაშვილი ტელეკომპანია “ფორმულას” 51% მფლობელი და მისი მსხვილი დამფინანსებელია. სამწუხაროდ, „ფორმულას“ წარმომადგენლები ხელისუფლების მხრიდან არაერთხელ გახდნენ მუქარისა თუ აგრესიული რიტორიკის ადრესატები. აღსანიშნავია ასევე, რომ ხელისუფლება არ უზრუნველყოფს „ფორმულას“ ჟურნალისტების უსაფრთხებას და არ აქვს კანონით დადგენილი რეაგირება მათზე თავდასხმისა თუ მუქარის შემთხვევებში. კოალიციაში აღნიშნავენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი დღით ადრე მედიის მფლობელის წინააღმდეგ წამოწყებული სამართლებრივი დავა აძლიერებს ეჭვს, რომ ხელისუფლება მედიის შევიწროებასა და მასზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობს, რაც ქვეყანაში კრიტიკული მედიის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიის ნაწილია.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსებს მოუწოდა, მოემზადონ გრძელვადიანი ომისთვის
უკრაინულმა დრონებმა ეკატერინბურგში Wildberries-ის საწყობს ორი კვირის განმავლობაში მეორედ შეუტიეს
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)