|
2021-09-30 12:44:50, 698 ნახვა
საზოგადოება
საია - წინასაარჩევნო გარემო დაძაბულია, იყო ზეწოლისა და მუქარის სავარაუდო შემთხვევები
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლომისიის მე-2 შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. საიამ ანგარიშში აღირცხა როგორც „ქართული ოცნების", ისე ზოგიერთი ოპოზიციური პარტიისა და დამოუკიდებელი კანდიდატის სასარგებლოდ ამომრჩევლის მოსყიდვის, აგიტაციაში უკანონო მონაწილეობისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები. ამასთან, გამოწვევად რჩება ხელისუფლების პროექტების პერსონოფიცირება და პარტიასთან აფილირება, რაც შლის ზღვარს სახელმწიფოს და პარტიას შორის. ანგარიშში ყურადღება შემდეგ პრობლემებზე მახვილდება: 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო კომისიები ახლებური წესებით, პირველ ჯერზე მაღალი კვორუმის პრინციპით დაკომპლექტდა. საოლქო კომისიის დროებითი წევრების ნახევარი ხელისუფლებასა ოპოზიციას შორის შეთანხმების საფუძველზე დაინიშნა. მართალია, ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ არ მიიღო მონაწილეობა კენჭისყრის პროცესებში, პრაქტიკა ადასტურებს, რომ კონსესუსზე ორიენტირებული მიდგომით გადაწვეტილებების მიღება შესაძლებელია. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების პროცესში, ოლქის და უბნის დონეზე, კანდიდატთა შერჩევა უაღრესად მოკლე ვადებში მიმდინარეობდა, რამაც ხელი შეუშალა პროცესების სათანადოდ წარმართვას. საიას შეფასებით, პროცესის გაუმჯობესების მიზნით, აუცილებელია, გადაიხედოს საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების ვადები. არჩევნების მოახლოებასთან ერთად, წინასაარჩევნო გარემო უფრო დაძაბული გახდა. ორგანიზაციისთვის ცნობილი გახდა რამდენიმე თავდასხმის, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტი. იყო ზეწოლისა და მუქარის სავარაუდო შემთხვევებიც. ეს საქმეები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. საია სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს ფაქტები სრულად გამოიძიოს, პროცესი ობიექტურად და გამჭვირვალედ წარმართონ. აღსანიშნავია საარჩევნო სუბიექტებობის კანდიდატების ბანერებისა და პლაკატების დაზიანების შემთხვევებიც, რომლის მსხვერპლი ბევრჯერ გახდა როგორც მმართველი პარტია, ისე ოპოზიცია. საანგარიშო პერიოდიდან დოკუმენტში შევიდა საჯარო დაწესებულებებიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ორი შემთხვევა.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსებს მოუწოდა, მოემზადონ გრძელვადიანი ომისთვის
უკრაინულმა დრონებმა ეკატერინბურგში Wildberries-ის საწყობს ორი კვირის განმავლობაში მეორედ შეუტიეს
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)