|
2021-09-29 15:50:44, 509 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, კომპანია „ელპლუსი“ საქმიანობას აფართოვებს
"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ და EBRD-ის პროგრამის ფარგლებში მოპოვებული დაფინანსებით, „ელპლუსმა“ ახალი, ევროპული სტანდარტების საწარმო გახსნა. კომპანიის განვითარების ხელშეწყობისთვის, ბანკის მიერ ბიზნესის დაფინანსებისათვის გაცემული სესხის ოდენობა 6 მლნ. ლარს უტოლდება. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს ბანკი" ავრცელებს. მათივე ცნობით, სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით დარგის ლიდერი, „ელპლუსი“ ქართულ ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებს. კომპანია ცეცხლმაქრების, სახანძრო კარების, ცეცხლგამძლე კარადების და სხვა ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობების იმპორტიორი და მწარმოებელია. კომპანია 200-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. „საქართველოს ბანკისა“ და „ელპლუსის“ პარტნიორობა 5 წელზე მეტია გრძელდება. თანამშრომლობის ფარგლებში, კომპანია მუდმივად ავითარებს საქმიანობას და დღესდღეობით, უსაფრთხოების მიმართულებით, ქვეყანაში ლიდერია. ამასთან, „ელპლუსი“ „საქართველოს ბანკისა“ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ერთობლივი პროექტის მონაწილეცაა. პროექტის ფარგლებში, „ელპლუსი“ კვალიფიციური ექსპერტების დახმარებით ბიზნესის განვითარების გეგმებს ამუშავებს, როგორც ექსპორტის, ისე ადგილობრივი გაყიდვების ზრდის მიმართულებით. ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა საქართველოს ბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტული მიმართულებაა. ბანკი აქტიურად აგრძელებს ბიზნესის როგორც ფინანსურ, ასევე არაფინანსურ-ინტელექტულური კუთხით მხარდაჭერას, რაც კომპანიის სამომავლო განვითარებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“. ინფორმაციისთვის, „ელპლუსს“ ქვეყნის მასშტაბით 1000-ზე მეტი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული. აღსანიშნავია, რომ სწორედ „ელპლუსში“ შეიქმნა საქართველოში წარმოებული პირველი სახანძრო უსაფრთხოების ინვენტარი.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსებს მოუწოდა, მოემზადონ გრძელვადიანი ომისთვის
უკრაინულმა დრონებმა ეკატერინბურგში Wildberries-ის საწყობს ორი კვირის განმავლობაში მეორედ შეუტიეს
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)