|
2021-09-29 14:46:24, 497 ნახვა
საზოგადოება
გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე შენობების ნაწილის რეაბილიტაცია სრულდება
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის განვითარების ფონდი გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე შენობების ნაწილის რეაბილიტაციას ასრულებს. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, რეაბილიტაციის დროს, მნიშვნელოვანი არქეოლოგიური არტეფაქტებიც გამოვლინდა, რომლებიც შენახულია და სამომავლოდ კონკრეტულ შენობაში განთავსდება. „გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოების პირველი ეტაპი დასასრულს უახლოვდება. მომდევნო დღეებში გვექნება შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას ვაჩვენოთ, რა გავაკეთეთ და როგორი გამოვიდა ეს მოედანი თავისი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით. ასევე, რეაბილიტაციის დროს, როდესაც სარდაფების გაწმენდა მიმდინარეობდა, აღმოჩენილი იქნა მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მასალები და არტეფაქტები. ეს ყველაფერი ამჟამად თბილისის განვითარების ფონდში ინახება და სამომავლოდ, კონკრეტულ შენობაში განთავსდება. ისტორიული ნაშთების ნაწილი ძველი ნაგებობების, სათავსოების და ჭურჭლის სახით, შუა საუკუნეების პერიოდს მიეკუთვნება. აღმოჩენების მნიშვნელობიდან გამომდინარე, პროცესში პირველივე დღიდან ჩაერთო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო“, - აღნიშნა კახა კალაძემ. ამასთან, თბილისის მერის თქმით, გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ნაწილიც გრძელდება და საბოლოოდ, 30 შენობა. მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის 22 ძეგლი იქნება აღდგენილი და მოწესრიგებული. „აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სრულ აღდგენას ექვემდებარება 30-მდე შენობა, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის 22-მდე ძეგლია. ჩვენ მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით. სამუშაოები გრძელდება და მიმდებარე ქუჩები, სახლები, შენობა-ნაგებობები სრულად განახლდება და მოწესრიგდება. ასევე, პროექტის განხორციელების შედეგად, აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებ 200-მდე ოჯახს საგრძნობლად გაუუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსებს მოუწოდა, მოემზადონ გრძელვადიანი ომისთვის
უკრაინულმა დრონებმა ეკატერინბურგში Wildberries-ის საწყობს ორი კვირის განმავლობაში მეორედ შეუტიეს
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)