09:51 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-28 18:52:21, 399 ნახვა

საზოგადოება
როგორ მოვიფიქროთ და დავაყენოთ უსაფრთხო პაროლი


ინტერნეტის და სხვადასხვა აპლიკაციის მომხმარებელი თუ ხართ, ესე იგი, პაროლებსაც აუცილებლად იყენებთ. იცით, რომ პაროლი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია თქვენი ინფორმაციული უსაფრთხოების დასაცავად? - ალბათ, კი. მაგრამ, შესაძლოა, არასდროს გიფიქრიათ იმაზე, რომ თქვენ მიერ გამოყენებული პაროლი მილიონობით ადამიანსაც შეიძლება ჰქონდეს. არადა, ზოგჯერ გვგონია, რომ ზედმეტად ჩავხლართეთ ყველაფერი და ისეთი დაცულები ვართ, ვერასდროს ვერავინ შესძლებს ჩვენს აპლიკაციებში შეღწევას.

როდესაც თქვენ ქმნით პაროლს, ხშირად უშვებთ შეცდომას, რადგან კომბინაციას ლოგიკურად ალაგებთ. ნებისმიერი პაროლი, რომელიც ექვემდებარება ლოგიკას, სპეციალისტებისთვის მარტივად დასადგენი და ამოსაცნობია. შესაბამისად, თქვენი მონაცემები ყოველთვის მოსალოდნელი საფრთხის ქვეშ რჩება.

ქვემოთ მოცემული რჩევები თქვენი პაროლების უსაფრთხოებაში დაგეხმარებათ:

·  პაროლის მოფიქრებისას, გამოიყენეთ სიმბოლოების, დიდი და პატარა ასოების და  ციფრების რთულად გამოსაცნობი კომბინაცია.  სასურველია, პაროლი სულ მცირე 10-12 სიმბოლოსგან შედგებოდეს

·  არ გამოიყენოთ ერთი და იგივე პაროლი სხვადასხვა აპლიკაცისა თუ სისტემაში შესასვლელად

·  გამოიყენეთ ე.წ. ორმაგი ვერიფიკაციის ფუნქცია. ასეთ შემთხვევაში, მობილურ ტელეფონზე გეგზავნებათ კოდი, რომლის გარეშეც შესვლას კონკრეტულ აპლიკაციასა თუ ვებგვერდზე ვერავინ შეძლებს.


· არ შეხვიდეთ საბანკო ან სხვა ანგარიშებზე გაურკვეველი მოწყობილობებიდან


· ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ რა ინტერენტს იყენებთ: მასობრივ თავშეყრის ადგილებში არსებული საჯარო ინტერნეტით თქვენს პირად ინფორმაციაში შეღწევა მარტივია. ამიტომ, მოერიდეთ, თუნდაც მობაილბანკის შემოწმებას ასეთი ინტერნეტის გამოყენებისას.


· არ გაუზიაროთ არავის თქვენი პაროლი. შეგიძლიათ გამოიყენეთ  სპეციალური პროგრამები, რომლებიც თქვენი პაროლების მართვასა და დამახსოვრებაში დაგეხმარებათ.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics