|
2021-09-24 11:28:51, 473 ნახვა
საზოგადოება
კოვიდპაციენტების მართვის პროცესი ჯანმოს საერთაშორისო ექსპერტმა შეისწავლა
ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მყოფი კოვიდპაციენტების მართვის პროცესი შეისწავლა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ექსპერტმა კოვიდის მართვის საკითხებში. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სპეციალურად მოწვეული ექსპერტი, საქართველოს მასშტაბით, 12 ყველაზე დიდ კოვიდკლიკაში იმყოფებოდა, მონიტორინგის შედეგები კი პირადად მინისტრს გააცნო და რეკომენდაციებიც წარუდგინა. უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში კოვიდკლინიკებში მომუშავე პერსონალის ტრენინგიც განხორციელდა. “ვიზიტის მიზანი იყო შემესწავლა მძიმე კოვიდპაციენტების მართვა და მენეჯმენტი. შეფასების შედეგად ძალიან ბევრი დადებითი მხარეები გამოიკვეთა, თუმცა, როგორც ყველა სისტემაში, აქაც არის გაუმჯობესების შესაძლებლობები. მედპერსონალის მხრიდან დაფიქსირდა ძალიან დიდი ინტერესი და მზაობა ცვლილებებისა და განვითარების მიმართ. მე პირადად ვთვლი, რომ საქართველოში ინტენსიურ თერაპიას საკმაოდ წარმატებული მომავალი აქვს” - აღნიშნა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტმა კნუტ ტაქსბომ. მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ კლინიკური გამოსავლების გაუმჯობესებისა და რეანიმაციულ განყოფილებებში გარდაცვალების შემთხვევების შემცირების მიზნით ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს. „გასული 10 დღის განმავლობაში ქვეყანაში იმყოფებოდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტი კოვიდის მართვის საკითხებში, ასევე ინფექციის კონტროლის სპეციალისტი, რომლებმაც განახორციელეს ვიზიტები 12 ყველაზე მეტად დატვირთულ და დიდ რეანიმაციულ განყოფილებებში, ვინც მონაწილეობს კოვიდის მართვაში. ვიზიტის მიზანი იყო კლინიკური პრაქტიკის მართვის ადგილზე შეფასება, ასევე პერსონალის ტრენინგი. დღეს გაიმართა რეანიმაციის პერსონალის კიდევ ერთი, საბოლოო, შემაჯამებელი შეხვედრა ექსპერტთან ერთად, ასევე სამინისტროს წარმომადგენლებთან მისი შეხვედრა სადაც გავიარეთ ის ძირითადი ასპექტები, რაც სამომავლოდ კიდევ უფრო გააძლიერებს კლინიკურ მართვას. ექსპერტმა აღინიშნა, რომ კლინიკური პრაქტიკის გაიდლაინი, რომლითაც მუშაობენ კლინიკები არის შესაბამისობაში საერთაშორისო პრაქტიკასთან და ასევე პაციენტების მართვისთვის სრულად არის მობილიზებული, როგორც სამედიცინო პერსონალი ასევე ის რესურსი რაც საჭიროა ადეკვატური და კარგი კლინიკური გამოსავლების მისაღებად. რა თქმა უნდა სამომავლოდ ტრენინგების პროგრამა კიდევ გაგრძელდება, ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერა კოვიდკლინკებისთვის, იმისთის რომ კლინიკური გამოსავლები გაუმჯობესდეს და მინიმუმამდე დავიდეს გარდაცვალების შემთხვევები რეანიმაციულ განყოფილებებში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)