|
2021-09-23 11:42:33, 445 ნახვა
საზოგადოება
ალექსანდრე დარახველიძე სექსუალური ძალადობის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლო განხილვის სახელმძღვანელოს პრეზენტაციას დაესწრო.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე სექსუალური ძალადობის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლო განხილვის სახელმძღვანელოს პრეზენტაციას დაესწრო. უწყების ცნობით, სახელმძღვანელო ევროპის საბჭოს, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და „თანასწორობა ახლას“ მიერ შემუშავდა, რისთვისაც მინისტრის მოადგილემ პარტნიორ ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა. სახელმძღვანელო მიზნად ისახავს სექსუალური ძალადობის საქმეების ხარისხიანი გამოძიებისათვის საჭირო ცოდნის, უნარების გაუმჯობესებას, მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომების გამოყენებას და სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოებისთვის საქმეების ეფექტიანად მომზადებას. ალექსანდრე დარახველიძემ ყურადღება გაამახვილა სექსუალური ძალადობის დანაშაულების გამოძიების თავისებურებებსა და ამ მიმართულებით მართლმსაჯულების ყველა ეტაპის გენდერულად მგრძნობიარე მეთოდოლოგიით განხორციელების აუცილებლობაზე. მან აღნიშნა, რომ ამ მიზნების მისაღწევად, სახელმძღვანელოს შემუშავება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ძალიან მნიშვნელოვანი დამხმარე ინსტრუმენტია. მინისტრის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ სახელმძღვანელოს საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში სექსუალური ძალადობის საქმეებზე ეფექტიანი გამოძიების წარმოების თემაზე გამომძიებელთა სპეციალიზაცია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში, სამინისტროს ტერიტორიული და სტრუქტურული ერთეულების 127 გამომძიებელი და 10 ტრენერი უკვე გადამზადდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე, სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი სპეციალიზებული გამომძიებლებით სრულად დაკომპლექტდება. სახელმძღვანელო ევროპის საბჭოს პროექტის - „ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად ინტეგრირებული მიდგომის ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის - „გაეროს ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისათვს“ (UNJP) და ორგანიზაცია „თანასწორობა ახლას“ ხელშეწყობით მომზადდა. აღნიშნული პროექტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, 2020 წლიდან ხორციელდება.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)