|
2021-09-23 10:15:12, 348 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის მემორანდუმი გაფორმდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის მემორანდუმი გაფორმდა. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით,მემორანდუმს, რომელიც საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის გაფართოების და განვითარების ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, დევიდ მორისონმა და CNF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, თობიას მიუნხმაიერმა მოაწერეს ხელი. „საგრანტო დახმარებას, რომელიც რამდენიმე მილიონ დოლარს შეადგენს, საქართველო კავკასიის ბუნების ფონდისგან WYSS Foundation-ის შემოწირულობის სახით მიიღებს. ამ ფინანსური მხარდაჭერით, ჩვენ შევძლებთ ახალი დაცული ტერიტორიების შექმნას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება-განვითარებას და ისეთი პროექტების განხორციელებას, რომელიც, კონსერვაციასთან ერთად, ითვალისწინებს დაბალანსებულ სოციალურ მიდგომებს და ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებას ადგილობრივი მოსახლეობისთვის“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოში დაცული ტერიტორიების ფართობის გაზრდა, რაც გულისხმობს რაჭის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, შიდა ქართლისა და გურიის რეგიონებში ხუთი ახალი სივრცის შექმნას. საქართველო კავკასიის ბუნების ფონდისგან, ახლადშექმნილი დაცული ტერიტორიების ფართობის შესაბამისად, 6-10 მლნ აშშ დოლარამდე დახმარებას მიიღებს. მემორანდუმი, დაცული ტერიტორიების მართვის პრაქტიკულ საკითხებთან ერთად, CNF-ის მხრიდან სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებაში მხარდაჭერასაც ითვალისწინებს. „დღეს გაფორმებული მნიშვნელოვანი მემორანდუმით, ქვეყანაში და, ზოგადად, რეგიონში, პირველად შემოდის გარემოსდაცვით სფეროში მოქმედი ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო ამერიკული საქველმოქმედო ფონდი. ეს წინ გადადგმული ნაბიჯია, რაც დაეხმარება საქართველოს, ერთი მხრივ, დაცული ტერიტორიების ქსელის გაფართოება-განვითარებაში და, მეორე მხრივ, საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში, რაც გაზრდის საქართველოს ცნობადობას საერთაშორისო დონეზე“, - განაცხადა დევიდ მორისონმა. როგორც CNF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, თობიას მიუნხმაიერმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია დაცული ტერიტორიების დაცვა, რათა ბიომრავალფეროვნება და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობები შენარჩუნდეს. კავკასიის ბუნების ფონდი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, შეეცდება 5 ახალი დაცული ტერიტორია განავითაროს და მართოს იმ გზით, რომ კავკასიაში არსებული ველური სახეობები დაცული იყოს საფრთხეებისგან, რაც სტიმული იქნება საქართველოსთვის, კიდევ უფრო გააძლიეროს ბუნების და ბიომრავალფეროვნების დაცვა დღეს, როდესაც მსოფლიო კლიმატის ცვლილებას ებრძვის. კავკასიის ბუნების ფონდი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან 2008 წლიდან თანამშრომლობს როგორც რეინჯერების ფინანსური მხარდაჭერის, ასევე ინფრასტრუქტურის შექმნა-განვითარების კუთხით. კავკასიის ბუნების ფონდის მიზანი დაცული ტერიტორიების მართვის საკითხებში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დახმარება და რეგიონში ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და ეკოსისტემის დაცვის მხარდაჭერაა.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)