05:12 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-21 10:22:53, 457 ნახვა

საზოგადოება
სრულად ვაქცინირებული პატიმრები ხანგრძლივი პაემნის უფლებით ისარგებლებენ

27  სექტემბრიდან ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში   ხანგრძლივ პაემნებზე დაწესებული შეზღუდვა  იხსნება.- ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ხანგრძლივი პაემნების გახსნის გადაწყვეტილება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (NCDC) და ჯანდაცვის სამინისტროს  რეკომენდაციების გათვალისწინებით მიიღო.

მათივე ინფორმაციით, ხანგრძლივი პაემნის განხორციელებას შეძლებენ  მხოლოდ ის ბრალდებულები/მსჯავრდებულები, რომლებიც ორჯერადად  ვაქცინირებულები არიან.  რაც შეეხება ვიზიტორების დაშვებას, ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან პაემანზე  დაიშვებიან მხოლოდ ის  პირები   ვინც, ასევე  სრულად ვაქცინირებულები იქნებიან და  შესაბამის დოკუმენტს წარმოადგენენ.

"აღსანიშნავია, რომ პენიტენციურმა  სამსახურმა არაერთი ქმედითი ნაბიჯი და პრევენციული ღონისძიება გაატარა, რათა სისტემა დაეცვა  კოვიდ-19-ის  გავრცელებისგან.  სწორედ ამ მიზნით, უწყებამ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (NCDC) და ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, მსჯავრდებულთა ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პროცესი  18 მაისს დაიწყო, რომელიც  ყველა დაწესებულებაში ამ დრომდე  მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულების 80% ვაქცინირებულია, 65% კი რევაქცინირებული. სწორედ  ინტენსიური ვაქცინაციის შედეგად,  მნიშვნელოვნად შემცირდა  სამოქალაქო კლინიკაში მოთავსებული  კოვიდინფიცირებული მსჯავრდებულების რაოდენობაც. ამ დროისთვის   თბილისის სამოქალაქო სექტორის კლინიკასა და ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოსთან არსებულ საკარანტინე  სივრცეში ჯამში 50  ინფიცირებული  მსჯავრდებული იმყოფება, რაც პატიმართა  საერთო რაოდენობის მხოლოდ  0,5%-ს წარმოადგენს." - ნათქვამია ინფორმაციაში.

რაც შეეხება სპეციალური პენიტენციური სისტემის პერსონალს, თანამშრომელთა   92% აცრილია, ხოლო 77% რევაქცინირებულია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics