|
2021-09-20 21:43:54, 577 ნახვა
საზოგადოება
იგეგმება 4 მუზეუმის, 6 სახელოვნებო სკოლისა და 8 ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია
თბილისის მერად „ქართული ოცნების" კანდიდატის კახა კალაძის ხელმეორედ არჩევის შემთხვევაში, მომდევნო 4 წლის განმავლობაში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 4 მუზეუმს, 6 სახელოვნებო სკოლას და 8 ბიბლიოთეკას. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ დღეს კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის ძირითადი პროგრამების პრეზენტაციაზე განაცხადა. „მომდევნო 4 წლის განმავლობაში ჩვენ ვაპირებთ, რომ ყველა ის მუზეუმი, რომელიც ქალაქს გააჩნია, რეაბილიტირებული იყოს. გამოვყოფდი მერაბ კოსტავას მუზეუმს. სამწუხაროდ, ამ სივრცის დიდი ნაწილი, წლებია, კერძო საკუთრებაში იყო, თუმცა ჩვენ ის გამოვისყიდეთ, უკვე პროექტირებას ვასრულებთ და მომავალ წელს ჩვენს ეროვნულ გმირს მერაბ კოსტავას ღირსეული მუზეუმი ექნება დედაქალაქში. გარდა ამისა, გავაგრძელებთ სახელოვნებო სკოლების და ბიბლიოთეკების რეაბილიტაციას. რამდენიმე დღის წინ გავხსენით ძალიან კარგი რეაბილიტირებული ბიბლიოთეკა ჭავჭავაძის გამზირზე. ასევე, დავასრულეთ ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია ლილოს დასახლებაში და ამ პროექტს მომავალშიც გავაგრძელებთ. ჩვენი მიზანია, ქალაქში ყველა ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია განვახორციელოთ", - განაცხადა ანდრია ბასილაიამ. გარდა ამისა, მისივე თქმით, კახა კალაძის არჩევის შემთხვევაში, მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება თეატრებისა და მუზეუმების მიმართულება, კერძოდ, რეაბილიტირდება და განახლდება ახმეტელის თეატრი; მის ბაზაზე დაარსდება ინკლუზიური თეატრი, რომელიც რეგიონისთვის უნიკალური იქნება; დაიწყება ამირან შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის თეატრის მშენებლობა; გამოიყოფა სივრცე თბილისის სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმისათვის; ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში აღდგება პირველი ქართული სანოტო სტამბა.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)