04:19 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-18 20:21:41, 997 ნახვა

საზოგადოება
პროკურატურა ე.წ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით სამარლებრივი დახმარების ფარგლებში აშშ-ს მიმართავს

„სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მივმართეთ აშშ-ს და სხვა ქვეყნებს გამოძიებით დადგენილ სერვერებზე მონაცემების შენახვის და გამოთხოვის მიზნით“, - ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. მასში ასევე აღნიშნულია, რომ გამოძიების პროცესში ინტენსიურ რეჟიმში იკითხებიან მოწმეები, მათ შორის იმ მედიასაშუალებების წარმომადგენლები, რომელთაც მიიღეს შესაბამისი შეტყობინება ინტერნეტ სივრცეში განთავსებული ინფორმაციის თაობაზე.

„საქართველოს პროკურატურაში მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები აქტიურად ტარდება. გამოძიების ფარგლებში, გავრცელებული ინფორმაციის მოპოვების და გავრცელების კანონიერების, ასევე ავთენტურობის დასადგენად მიმდინარეობს საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების გამოკითხვები და საჭირო საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები როგორც მონაწილე პირთა იდენტიფიცირების, ასევე აღნიშნული მასალების ავთენტურობის, მასალების შემდგენი და მომპოვებელი პირების დადგენის მიზნით.გამოძიების ფარგლებში განხორციელდა ინტერნეტ სივრცეში ატვირთული ელექტრონული ფაილების გადმოწერა, ასევე, მიმდინარე რეჟიმში ხდება საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი.

სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მივმართეთ ამერიკის შეერთებულ შტატებს და სხვა ქვეყნებს გამოძიებით დადგენილ სერვერებზე მონაცემების შენახვის და გამოთხოვის მიზნით.მიმდინარე გამოძიების პროცესში ინტენსიურ რეჟიმში იკითხებიან მოწმეები, მათ შორის იმ მედიასაშუალებების წარმომადგენლები, რომელთაც მიიღეს შესაბამისი შეტყობინება ინტერნეტ სივრცეში განთავსებული ინფორმაციის თაობაზე, გამოკითხვისას თითოეულ მათგანს შეეთავაზა გამოძიებას მიაწოდონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია. აქვე, მოვუწოდებთ ყველა იმ პირს, ვინც ფლობს ინფორმაციას აღნიშნულ მასალებზე ან ფიგურირებს მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციებში, მოგვმართონ და ითანამშრომლონ გამოძიებასთან.

ასევე, აღნიშნული მასალა შესაძლოა შეიცავდეს პირადი ცხოვრების, კერძო კომუნიკაციის, სამსახურებრივი, პროფესიული, კომერციული ან/და სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, რომლის გავრცელებაც წარმოადგენს კანონდარღვევას. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ამ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებისგან, რათა არ შეილახოს ფიზიკური და იურიდიული პირების, აგრეთვე სახელმწიფო ინტერესები.სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გაგრძელდა სსკ-ის 158-ე მუხლის I, II და IV ნაწილებით”, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics