03:14 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-17 15:53:58, 523 ნახვა

საზოგადოება
იტალიაში 8 ქართულმა კომპანიამ საერთაშორისო აგროგამოფენაში მიიღო მონაწილება

იტალიაში, ქალაქ რიმინიში გამართულ საერთაშორისო აგროგამოფენაში „მაკფრუტ 2021“, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, 8 ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილება.   - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო კომპანიების: „ქარელი ფრუტს“ (ჩიკორი), „ჯორჯიას ნეიჩერალ“, „ლურჯი ველი“, „აგროლეინი“, „ნათს ჯი“,  „კავკასუს ორგანიქ ფრუტს“, „ავგუსტ ფრუტ ფაქთორი“ და „ჯეო ორგანიქი“ ხილის და ბოსტნეულის ქართული პროდუქცია. 

„გამოფენის ფარგლებში, ქართულ სტენდთან გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს ელჩმა იტალიაში კონსტანტინე სურგულაძემ, „მაკფრუტ 2021“-ის პრეზიდენტმა, რენცო პირაჩინიმ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ქართული კომპანიების წარმომადგენლებმა ქართული აგროსასურსათო პროდუქციის იტალიაში ექსპორტის სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს. საუბრისას, ყურადღება საქართველოსთვის ევროინტეგრაციისა და ევროკავშირის ქვეყნებთან საერთაშორისო ვაჭრობის მნიშვნელობას საკითხებზე გამახვილდა.

საერთაშორისო აგროგამოფენის „მაკფრუტ 2021“ ფარგლებში, ქართული კომპანიების წარმომადგენლებმა შეხვედრები იტალიურ კომპანიებთან და საერთაშორისო ბიზნესასოციაციებთან გამართეს.

ქართული აგროსასურსათო პროდუქციის მსოფლიო ბაზრებზე პოპულარიზაციისთვის  საერთაშორისო აგროგამოფენებში მონაწილეობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია; შესაბამისად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს აღნიშნული მიმართულებით და ქართულ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს საკუთარი პროდუქციის ცნობადობის გაზრდა უზრუნველყონ.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics