|
2021-09-14 18:16:21, 349 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი - გორი ჩემი დედულეთია, კარგად ვიცი, თუ როგორ დაიჩაგრა ჩვენი ძვირფასი ხალხი, განსაკუთრებით, ომის პერიოდში და ომის შემდეგაც
რომელი ხელისუფალი გახსენდებათ, ვინც 30 წლის განმავლობაში, უახლესი ისტორიის განმავლობაში, შეძლო გრძელვადიანი, უწყვეტი მშვიდობის და სტაბილურობის მოტანა ქვეყნისათვის და ჩვენი ხალხისთვის - არც ერთი, მეგობრებო; ეს არის „ქართული ოცნება" და რა თქმა უნდა, ეს არის პირადად ბატონი ბიძინა ივანიშვილის და ჩვენი ხელისუფლების დამსახურება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" გორის მერობის კანდიდატის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში დაისადგურა გრძელვადიანმა მშვიდობამ და ყველამ და მით უმეტეს გორელებმა, კარგად იციან მშვიდობის ფასი, იმიტომ, რომ იციან ომის ფასი. „გორში ვართ და არ შეიძლება არ გავიხსენოთ ის მძიმე დღეები. გორი ჩემი დედულეთია, მე მთელი ბავშვობა აქ გავატარე. ლიახვის ხეობაში და სოფელ დიცში. მე კარგად ვიცი, თუ როგორ დაიჩაგრა ჩვენი ძვირფასი ხალხი და განსაკუთრებით, ომის პერიოდში და ომის შემდეგაც. დავკარგეთ ასეულობით სოფელი, ჩვენი ძირძველი, ისტორიული ტერიტორიები, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა თავიანთი ბრძოლით მოგვიტანეს და შემოგვინახეს. ამ დროს, უპასუხისმგებლო მთავრობამ, სააკაშვილის მეთაურობით, მისი სიტყვების ციტირება რომ მოვახდინო, ამ სოფლებს უწოდა „ქვების გროვა". მე მინდა, თითოეულ გორელს ვკითხო, ამ განცხადების შემდეგ, როგორ შეიძლება, რომ ამ ადამიანს პარტიას ვიღაცამ დღეს კიდევ, მხარი დაუჭიროს. კაცი, რომელიც ვერ აარიდებს ქვეყანას ასეთ დიდ პროვოკაციას და უბედურებას და დააკანონებს ოკუპაციას, ამის შემდეგ, დაკარგულ ტერიტორიებს უწოდებს „ქვების გროვას", საჯაროდ, ტელევიზიის მეშვეობით, ეს რა არის, თუ არა ღალატი, მითხრას მაშინ ნებისმიერმა ადამიანმა. ამას გარდა, ჩვენ კარგად ვნახეთ, მაშინ როცა, ჩვენი გმირი ჯარისკაცები გმირულად იღუპებოდნენ, იხოცებოდნენ ბრძოლის ველზე და იცავდნენ ჩვენს ქვეყანას, მაშინ ეს ლაჩარი კაცი მიწაზე გართხმული გამორბოდა ბრძოლის ველიდან. 11 აგვისტოს, მაშინ როცა ჩვენმა შინდისის გმირებმა, 17-მა კაცმა არნახული გმირობა ჩაიდინა, იმავე დღეს, მთელმა მსოფლიომ ნახა ჩვენი სირცხვილი სააკაშვილის სახით. შემდეგ ვნახეთ, ომის მეორე, თუ მესამე დღეს, როგორ გამართეს სამარცხვინო კონცერტი, როგორ მიიყვანეს დათრგუნული ხალხი, ეს საწყალი ხალხი დააყენეს და „მიშა, მიშა" აძახებინეს, ხალხნო. ეს ხომ არც თუ ისე შორეულ წარსულში იყო, რამეს ახალს ვამბობ, ვამეტებ, თუ რა?! ეს არის 1% იმისა , რაც ჩვენ ყველამ ერთად გამოვიარეთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)