|
2021-09-14 13:01:41, 368 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი - მთავრობამ შეიმუშავა ათწლიანი განვითარების გეგმა, რომელიც ზუსტად პასუხობს სიღარიბის დაძლევას
კასპის მუნიციპალიტეტში ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა ბოლო 8 წლის განმავლობაში, იქნებოდა ეს გზებისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, წყალგაყვანილობა, მელიორაციის მასშტაბური სამუშაოები, გაზიფიცირება - ათეულობით სოფელს მივუყვანეთ გაზი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" კასპის მერობის კანდიდატის, ვახტანგ მაისურაძის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან ბევრი საწარმო დაფინანსდა, როგორც ახალი საწარმოები, ასევე ბევრი მოქმედი საწარმო გადაიარაღდა და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნა. „ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს საკმარისი არ არის, საჭიროა მასშტაბების გაზრდა და მთელი ქვეყნის მასშტაბით გაათმაგებული ენერგიით და მოტივაციით სამუშაოების ჩატარება. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ გვაქვს კარგად გააზრებული გეგმა და ხედვები, რომელიც სწორედ ამ გამოწვევებს ეხმაურება და მორგებულია თითოეულ რეგიონზე, მუნიციპალიტეტზე. ჩვენს ქვეყანას აქვს უზარმაზარი პოტენციალი, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ათვისებული. მთავარი ამოცანა უნდა იყოს ამ რესურსების მაქსიმალურად გონივრულად ათვისება და გამოყენება. ჩემი დავალებით, მთავრობამ შეიმუშავა ათწლიანი განვითარების გეგმა, რომელიც ზუსტად პასუხობს სწორედ სიღარიბის დაძლევას და უმუშევრობის პრობლემის მოგვარებას, მეტი სამუშაო ადგილების შექმნას. თითოეულმა უწყებამ მკაფიოდ ჩამოაყალიბა სწორი განვითარების გეგმა, ხედვა, როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემები ჩვენი მოსახლეობისთვის. ჩვენ თითოეულ მუნიციპალიტეტში გავაგრძელებთ სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიმართულებით, მათ შორის ჩვენ დავიწყეთ ურბანული განახლების პროექტები აქტიურად და ამას გავაგრძელებთ, რათა ყველა ქალაქი და მუნიციპალიტეტი გარდავქმნათ რეალურად ევროპული ტიპის ქალაქებად. ჩვენ ვგეგმავთ მომდევნო წლების განმავლობაში ჯამურად მთავრობა და კერძო სექტორი ერთად, 2,5 მილიარდი ლარის ინვესტირებას ადგილობრივი წარმოების წახალისების მიზნით. ადგილობრივი წარმოება იყო ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც ძალიან ბევრი პროექტი განვახორციელეთ, რამდენიმე მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ბევრი მიწა დამუშავდა და ახალი საწარმოები შეიქმნა. ჩვენ ახლა ვგეგმავთ 1300-მდე ახალი საწარმოს დაფინანსებას, მოვახდინეთ იმ დარგების იდენტიფიცირება, რომელიც უნდა დაფინანსდეს და წახალისდეს სახელმწიფოს ხელშეწყობით და მინიმუმ 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ვვარაუდობთ მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში. სოფლის მეურნეობის მიმართულებით გვაქვს ძალიან მასშტაბური გეგმები. ბატონ ლევან დავითაშვილს აქვს ძალიან კარგად ჩამოყალიბებული ხედვა, თუ როგორ განვითარდეს სოფლის მეურნეობის დარგი, რომ არც ერთი გოჯი მიწა არ დარჩეს დაუმუშავებელი და ჩვენი ქვეყანა გახდეს რეალურად თვითუზრუნველყოფილი, თვითკმარი", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)