23:24 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-11 11:28:48, 437 ნახვა

საზოგადოება
უფლისციხეში თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი უფლისციხეში თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზუნველყოფის სარდლობის ბაზაზე იმყოფებოდა.

 ჯუანშერ ბურჭულაძე ადგილზე ჩატარებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.

თავდაცვის მინისტრმა ახლადგარემონტებული ყაზარმა დაათვალიერა, რომელიც თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა და ნატოს სტანდარტების შესაბამისად მოეწყო.

კაპიტალური რემონტი ჩატარდა ბაზაზე მდებარე სასადილოში და შტაბში,სადაც ახალი ინვენტარი განთავსდა.შეიღება შენობების ფასადები, გამოიცვალა სახურავი,განახლდა სველი წერტილები და ელექტრო სისტემა.ასევე, გამწვანდა და კეთილმოეწყო ბაზის გარე ტერიტორიაც. ქართველი სამხედროებისთვის ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის პერიოდიდან ერთ-ერთ პრიორიტეტად დაისახა არსებული ინფრასტრუქტურის სრული განახლება.

აღნიშნული პროცესი გრძელდება და დაახლოებით 250-მდე ობიექტი აშენდა, გარემონტდა და მოწესრიგდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics