22:29 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-10 17:48:30, 322 ნახვა

საზოგადოება
„თავდაცვა და უსაფრთხოება“ სახელმძღვანელოს მასწავლებელთა მოსამზადებელი ტრენინგი გაიმართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ „თავდაცვა და უსაფრთხოება“ სახელმძღვანელოს, მასწავლებელთა მოსამზადებელი ტრენინგი გახსნა. ტრენინგი დისტანციურად გაიმართა. მისი მიზანი სასკოლო სახელმძღვანელოს საპილოტე პროგრამისთვის 17 მასწავლებლის გადამზადებაა. ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს თავდაცვის სამინისტროს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა.

„ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია მომავალ თაობაში სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და პატრიოტული სულისკვეთების გაღვივება, რაც ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების განმტკიცებას, ეროვნული მედეგობის განვითარებას ემსახურება, მოხარული ვარ, რომ აღნიშნული საპილოტე პროექტი არა მხოლოდ წარმატებით ხორციელდება, არამედ თანდათან ფართოვდება და მიმდინარე წლიდან პროექტს დამატებით 11 სკოლა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმიც უერთდება“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ.

ტრენინგის ფარგლებში თანამედროვე სასკოლო სწავლების მეთოდოლოგია და სახელმძღვანელოს ისეთი თემები განიხილეს, როგორიცაა საერთაშორისო უსაფრთხოება, ეროვნული უსაფრთხოების სისტემა; საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეები, ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაცია, ბუნებრივი ხასიათის საგანგებო სიტუაციები და მოსახლეობის უსაფრთხოება, სამოქალაქო უსაფრთხოება, სამხედრო სამსახური და სამხედრო განათლება და სხვა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, სკოლაში თავდაცვისა და უსაფრთხოების სწავლების საპილოტე პროექტი ეტაპობრივად ვითარდება. პროექტის ფარგლებში თავდაცვის სამინისტროსა და განათლების სამინისტროს მონაწილეობით შემუშავდა სასწავლო სახელმძღვანელო „თავდაცვა და უსაფრთხოება“. პროექტის მიზანი სამოქალაქო საზოგადოებაში, საგანმანათლებლო ინსტიტუტებში თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლებაა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics