|
2021-09-08 11:46:43, 443 ნახვა
საზოგადოება
სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება 10 სექტემბრიდან დაიწყება
სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება 10 სექტემბრიდან დაიწყება და 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძე დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, გასულ წლებში სოციალურად დაუცველი სტუდენტების ხელშეწყობის პროგრამაზე სწავლის საფასური, ჯამში, 5 000-მდე სტუდენტს დაუფინანსდა, 2021 წელს კი პროგრამაში ცვლილებები შევიდა. „2021 წლამდე ფინანსდებოდნენ თბილისში რეგისტრირებული ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტები, რომელთა ოჯახების სოციალური ქულა 70 000 ან ნაკლები იყო, ცვლილებების შედეგად კი, დღეს ფინანსდებიან თბილისში რეგისტრირებული ის სტუდენტები, რომელთა ოჯახების სოციალური ქულა 150 000 ან ნაკლებია“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, 2021 წლის გაზაფხულის სემესტრში ამ ცვლილებების შედეგად, 1 400-მდე სტუდენტი დაფინანსდა. „გასაცემი დაფინანსება, რომლის მაქსიმალური ოდენობა წლიურად 2 250, ხოლო სემესტრულად 1 125 ლარია, დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებულ აკადემიურ მოსწრებაზე. სოციალურად დაუცველ სტუდენტებზე სწავლის დაფინანსებისთვის თანხა გაიცემა სემესტრულად, წელიწადში ორჯერ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)