|
2021-09-07 21:09:59, 595 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სამინისტროს განვითარების 10 წლიანი სამოქმედო გეგმა ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომლებს გააცნო
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე რეგიონებში სამინისტროს 10 წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას განაგრძობს. ქუთაისის შემდეგ, უწყების პრიორიტეტული მიმართულებები რატი ბრეგაძემ ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომლებს გააცნო და მათი მოსაზრებებიც მოისმინა. იუსტიციის მინისტრის თმით, კიდევ ერთი პროექტი პრობ ბოქსი საპილოტე რეჟიმში წლის ბოლოს ჩაეშვება. 10 წლიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში იგეგმება ონლაინ უნივერსიტეტის, პერსონალური ასისტენტის, ჯასთ აპის და კიდევ არაერთი ახალი მმომსახურების დანერგვა. "სამინისტრო კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს საბჭოთა სამართლებრივი მემკვიდრეობის აღმოსაფხვრელადაც. მომზადდება საკანონმდებლო ცვლილებები, რათა მოქმედი სამართლებრივი ნორმები თანამედროვე სტანდარტს სრულად მიესადაგოს. ხელმისაწვდომი კანონმდებლობა იუსტიციის სამინისტროს კიდევ ერთი პრიორიტეტული მმიიმართულებაა. 10 წლიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში, სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდის, დამხმარე პლატფორმებისა და აპლიკაციის დახვეწა/განახლება იმგავრად მოხდება, რომ ისინი სრულად ადაპტირებული იყოს შშმ პირთა საჭიროებებზე . დაგეგმილია მედიატორის ინსტიტუტის ფართოდ დანერგვა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ მხრივ უკვე არსებობს ხელშესახები პრეცენდენტები. სამინისტროს სტრატეგიულ მიმართულებად რჩება მიწის ფონდის რეგისტრაცია. სამოქმედო გეგმის პერიოდში დარეგისტრირდება 1 000 000 ჰა-ზე მეტი მიწა და დამისამართდება 2700-მდე სოფელი. იუსტიციის სამინისტრო აქტიურად განაგრძობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასაც. 2030 წლისთვის იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში იფუნქციონირებს."-ნათქვამია განცხადებაში.
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)