|
2021-09-07 11:58:33, 486 ნახვა
საზოგადოება
პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულებს, კარიერის დაგეგმვასა და პროფესიულ კონსულტაციას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო გაუწევს
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი უვადო მსჯავრდებულებისთვის პროფესიული კონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის მიზნით ონლაინ კონსულტირება დაიწყო. ამ მომსახურებას ყოველღდღიურად, ბენეფიციარები 9 დღის განმავლობაში მიიღებენ. აღნიშნული პროცესი არის უვადო მსჯავრდებულთა გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამის დამტკიცებისთვის ერთ-ერთი პირველი ეტაპი, რომელიც ეტაპობრივად გაგრძელდება. პროექტის მიზანია უვადო მსჯავრდებულების კვალიფიკაცია ამაღლდეს და მათი, როგორც სამუშაო მაძიებლების დასაქმება შრომის ბაზარზე კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. ინიციატივა ხორციელდება სამმხრივი მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრმა მიმდინარე წლის აგვისტოში გააფორმა. ურთიერთშეთანხმება მსჯავრდებულების დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებში, ფორუმებსა და საგანმანათლებლო პროექტებში ჩართვას ითვალისწინებს. აღნიშნული სიახლე უპრეცედენტოა და მსჯავრდებულებს (როგორც პენიტენციური დაწესებულების შიგნით, ისე დაწესებულების გარეთ) შესაძლებლობას აძლევს გაიარონ პროფესიული კონსულტირება, კარიერა სწორად დაგეგმონ, შრომის ბაზრის ტენდენციებს გაეცნონ და მოთხოვნად პროფესიებს დაეუფლონ.
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)