18:07 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-06 20:16:21, 713 ნახვა

საზოგადოება
თენგიზ ცერცვაძე- მე-5 ტალღა საქართველოში ალბათ იქნება, მაგრამ არ მგონია იყოს მძიმე

მე-5 ტალღა საქართველოში ალბათ იქნება, იმიტომ რომ მთელ მსოფლიოში იქნება, მაგრამ არ მგონია იყოს მძიმე-ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებამ სერიოზული გამოცდილება მიიღო მე-4 ტალღის დროს, სიცოცხლის ძალიან დიდი დანაკარგები გვქონდა და მეტად გავუფრთხილდებით ერთმანეთს.

“მე-5 ტალღა საქართველოში ალბათ იქნება, იმიტომ რომ მთელ მსოფლიოში იქნება, მაგრამ არ მგონია იყოს მძიმე. მე მაინც მგონია, რომ ყველაზე მძიმე დღეები უკვე გადავიტანეთ. ამის თქმის საფუძველს მაძლევს, ის რომ წამოგვეწევა ვაქცინაცია. სანამ მე-5 ტალღა იქნება, სრულად ვაქცინირებულთა რაოდენობა იქნება მეტი, ეს არის ერთ-ერთი დამცავი ბარიერი, რომ ჩვენთან მე-5 ტალღა იყოს შედარებით რბილი. ასევე ის, რომ საზოგადოებამ სერიოზული გამოცდილება მიიღო მე-4 ტალღის დროს, სიცოცხლის ძალიან დიდი დანაკარგები გვქონდა და მეტად გავუფრთხილდებით ერთმანეთს. მედიცინა მუდმივ პროგრესშია, ჩნდება ახალ-ახალი მედიკამენტები, მთავრდება ზოგიერთი მედიკამენტის კლინიკური კვლევა, რომელიც ეფექტურია უფრო მეტად, ვიდრე დღეს არსებული და საქართველო იქნება გპირდებით ერთ-ერთი პირველი, რომელიც შემოიტანს და ესეც გააუმჯობესებს გამოსავალს. ყველაფერი ეს მაფიქრებინებს, რომ პროგნოზი არის საიმედო, რათა ვიყოთ იმედიანად. მე-5 ტალღა იქნება, მაგრამ არა ისეთი როგორიც მე-3 და მე-4 ტალღა”, - განაცხადა ცერცვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics