|
2021-09-06 18:55:50, 716 ნახვა
საზოგადოება
მეუფე ანტონი-ზნეობრივ საკითხებში, რაღაც რაღაცეები, რომელნიც ურყევად მიმაჩნდა უწინ , შემიწყნარებია, გამიტარებია. მაგალითად ქალიშვილობის ინსტიტუტი
ზნეობრივ საკითხებში, რაღაც რაღაცეები, რომელნიც ურყევად მიმაჩნდა უწინ , შემიწყნარებია, გამიტარებია. მაგალითად ქალიშვილობის ინსტიტუტი, კაცის - ქალის თხოვება - გათხოვება-ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, აგიტაცია, პროპაგანდები, თოქ-შოუები, მხვატრულ ფილმებითა და გრძნობადი სასიყვარულო პოეზია-რომანებით, გაგვიხედნეს ჯერ ყური, შემდეგ გრძნობები " არის ზნეობრივ საკითხები, რომელნიც პოსტულატებისავითაა ჩამოყალიბებული. ეს ერთდაგვარი „ზნეობივი დუღაბია“, რომელიც ჩამოუყალიბდა ზოგადკაცობრიობას, ერს, გვარს.ტრადიციად დამკვიდრებულან კიდეც. არის ზნეობრივი საკითხები, რომელნიც არ გადაისინჯებიან, არც ერთ ამპლუაში - არც ბაბუობაში, არც მამობის ჟამს და ა.შ. ბაბუობის ჟამს ზნეობრივ საკითხებში, რაღაც რაღაცეები, რომელნიც ურყევად მიმაჩნდა უწინ , შემიწყნარებია, გამიტარებია. მაგალითად ქალიშვილობის ინსტიტუტი, კაცის - ქალის თხოვება - გათხოვება მრავალჯერ... ვფიქრობ ჩემთვის, რა მოხდა ჩემში, საზოგადოებაში, რა მიზეზებმა გაოიწვია ეს და მისთანანი.... დასკვნა: ამ ქმედებების აგიტაცია- პროპაგანდამ! აქ შეიძლება ვიდავოთ, რომ გრძნობას წინ ვერ აღუდგები, თუ შეგიყვარდა რა მნიშვნელობა აქვს განათხოვარი ქალიშვილი... ვისაც გნებავთ გაყევით იმ მსჯელობას-მოსაზრებას, რომ რატომ არ გიყვარდება დედა, და და სხვა ისინი ვინც უკვე წინასწარ იცი, ტაბუდადებულია“ზნეობრივი დუღაბით“. უბრალოდ ვიტყვი, რომ აგიტაცია, პროპაგანდები, თოქ-შოუები, მხვატრულ ფილმებითა და გრძნობადი სასიყვარულო პოეზია-რომანებით, გაგვიხედნეს ჯერ ყური, შემდეგ გრძნობები. შემოუშვეს ჩვენს ცნობიერებაში, შეგვაწყნარებინენ, გაგვატარებინენ, თვალი დაგვახუჭინენ და საკეთებელიც გაკეთდა!"-წერს მიტროპოლიტი საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე.
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)