|
2021-09-06 16:00:25, 523 ნახვა
საზოგადოება
მოპედების რეგისტრაცია სავალდებულო 2022 წლის 1 მარტიდან გახდება
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე".-ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათი თქმით, პროექტის თანხმად, მოპედები უთანაბრდება მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს და მათზე გავრცელდება იგივე მოთხოვნები, რაც დადგენილია ნებისმიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისთვის. „მოპედების მძღოლებს მოუწევთ მოპედების რეგისტრაცია და ახალი ტიპის - AM კატეგორიის მართის მოწმობის აღება. მოპედების რეგისტრაცია 2022 წლის 1 მარტამდე იქნება ნებაყოფლობითი, ხოლო 2022 წლის 1 მარტიდან სავალდებულო", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ. "კიდევ ერთი ცვლილება, რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს ის არის, რომ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდება. ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, ცვლილებების ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ასოცირების დღის წესრიგით ნაკისრი ვალდებულებების იმპლემენტაციაა, რის შედეგადაც, საბოლოო ჯამში, შესაძლებელი იქნება ქართული მართვის მოწმობის გადაცვლა ევროპული ქვეყნების მართვის მოწმობებში."-ნათქვამია ინფორმაციაში.
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)