|
2021-09-06 14:15:09, 591 ნახვა
საზოგადოება
თამარ გაბუნია - 400-ზე მეტი პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებაში, ეს მაჩვენებელი ბოლო კვირებთან შედარებით გაზრდილია
ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა მძიმე პაციენტები, 400-ზე მეტი პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებაში. ეს მაჩვენებელი ბოლო კვირებთან შედარებით გაზრდილია, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. თამარ გაბუნიას განცხადებით, ასევე საყურადღებოა ორსულების და ბავშვების შემთხვევების მართვა და ზრდასრული ადამიანების მსგავსად, იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, კორონავირუსი განსაკუთრებული რისკია. ,,ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გარკვეული სტაბილიზაციის ნიშნები ნამდვილად აღინიშნება, როგორც ახალი ინფექციის გამოვლენის კუთხით, ასევე დადებითობის მაჩვენებლის შემცირების კუთხით. ტესტების ინტენსივობა მაქსიმალური რჩება. ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა მძიმე პაციენტები, 400-ზე მეტი პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებაში, ეს მაჩვენებელი ბოლო კვირებთან შედარებით გაზრდილია, ასევე საყურადღებოა ორსულების და ბავშვების შემთხვევების მართვა. ძალიან სამწუხარო შემთხვევაა 15 წლის მოზარდის გარდაცვალება, რომელსაც მძიმე ფონური დაავადებები აღენიშნებოდა და ამან განაპირობა მდგომარეობის დამძიმება. სხვა შემთხვევებში, ბავშვთა ასაკში შემთხვევების უდიდესი ნაწილი არის მსუბუქი და საშუალო მიმდინარეობის. იმ ბავშვებს ვისაც აქვთ გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები მათთვის კორონავირუსი არის განსაკუთრებული რისკი, როგორც ზრდასრული ადამიანებისთვის“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)