|
2021-09-06 10:58:20, 436 ნახვა
საზოგადოება
ახალციხის ზონალურ-დიაგნოსტიკურმა ლაბორატორიამ საერთაშორისო ტესტირება წარმატებით გაიარა
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ახალციხის ზონალურ-დიაგნოსტიკურმა ლაბორატორიამ საერთაშორისო საკვალიფიკაციო ტესტირება წარმატებით გაიარა. საკვალიფიკაციო ტესტირება ეხებოდა განსაკუთრებით საშიში დაავადების - თურქულის დიაგნოსტიკას. საკვალიფიკაციო ტესტირება ორგანიზებული იყო დიდი ბრიტანეთის პირბრაიტის ინსტიტუტის (The Pirbright Institute) მიერ. პირბრაიტის ინსტიტუტი წარმოადგენს მსოფლიო დონის სამეცნიერო-კვლევით ჰაბს, იგი ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) და გაერთანებული ერების სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ აღიარებულია დაავადება თურქულზე საერთაშორისო საცნობარო ლაბორატორიად. პირბრაიტის ინსტიტუტი ყოველწლიურად ატარებს საკვალიფიკაციო ტესტირებებს გლობალური მაშტაბით. საკვალიფიკაციო ტესტირების მიზანია, დაამტკიცოს, რომ ლაბორატორიას შეუძლია აღნიშნული დაავადების ზუსტი იდენტიფიკაცია, რაც ახალციხის ზონალურ-დიაგნოსტიკურმა ლაბორატორიამ 100%-ით შეასრულა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის პერსონალი ყოველწლიურად წარმატებით გადის პროფესიულ საკვალიფიკაციო ტესტირებებს. ლაბორატორიაში არსებული კვლევის მეთოდები კი, საერთაშორისოდ აკრედიტირებულია. დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისებისა და ფასების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/Ge/Tariffs
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)