|
2021-09-06 10:21:47, 419 ნახვა
საზოგადოება
განსახლებულ დევნილებსა და ეკომიგრანტებს გრანტები გადაეცემათ
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო განსახლებულ დევნილებსა და ეკომიგრანტებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის, სურსათის წარმოებისა და გადამუშავების ხელშეწყობის მიზნით გრანტებს გადასცემს. პროგრამის ფარგლებში, სააგენტო იძულებით გადაადგილებულ პირებს ხელის ტრაქტორებს, სხვადასხვა სახეობის მრავალწლიან კულტურებს, სასოფლო-სამეურნეო, სურსათის წარმოებისა და გადამუშავებისთვის საჭირო ინვენტარს შეუძენს. პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 100 იძულებით გადაადგილებული პირი დაფინანსდება. საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის გაკეთება 6 სექტემბრიდან - 6 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ. განაცხადების მიღება დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში შემდეგ მისამართებზე მიმდინარეობს:
განაცხადის გამოგზავნა შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@idp.gov.ge პროგრამის მთავარ მიზანს, სახელმწიფოს მიერ საცხოვრებლით უზრუნველყოფილი დევნილებისა და ეკომიგრანტების ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა წარმოადგენს. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის დეპარტამენტს - 032 2 14 02 41; 032 2 14 02 43.
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)